Back

ინტერიერის დიზაინი – როგორ შეგვიძლია დიზაინში წითელი ფერის გემოვნებიანად გამოყენება

თუ ოთახის დიზაინში წითელი ფერის გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი, წინასწარ კარგად უნდა დაგეგმოთ ყოველი დეტალი, რადგან ეს ფერი დიდ ყურადღებას იქცევს და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, მთელი ინტერიერი დაიჩრდილოს.

თუ ინტერიერის დიზაინი გინდათ დაგვიკავშირდით: 598870589. ჩვენი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

ინტერიერის დიზაინში წითელს მრავალი ტონი და ფაქტურა გააჩნია. პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ რა გსურთ – წითელი კედლები, ავეჯი თუ დეკორაცია.

გახსოვდეთ, წითელი ფერის გადაჭარბებას შეუძლია, თავდაყირა დააყენოს ოთახის აურა, მისი სწორად გამოყენება კი პირიქით, თვალწარმტაც ეფექტს და განსაკუთრებულ აურას შეგიქმნით სახლში.

ჩვენ გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერში წითელი ფერის გამოყენებისას:

წარმოიდგინეთ ყოველდღიური, ნეიტრალური ფერებით გაფორმებული მისაღები ოთახი. ყველაფერი ნაცნობია, თვალს არაფერი გწყვეტთ, მაგრამ როგორც კი საყოფაცხოვრებო ნივთებში რამდენიმე ნათელ ტონს დაამატებთ, ან იატაკზე თუ კედლებზე გამოიყენებთ მას, მთელი განწყობა მაშინვე შეიცვლება.

სწორედ ამაშია წითელი ფერის ხიბლი.

წითელი ფერი ინტერიერში

მაგრამ ინტერიერში წითელი ფერის გამოყენებისას არ უნდა დავივიწყოთ პროპორციის შეგრძნრბა.

კაშკაშა დეკორის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა შფოთვის და გადაჭარბებული სტიმულირების განცდა შექმნას. სწორი პროპორციით, განსაკუთრებით შავ-თეთრთან კომბინაციაში კი წითელს შეუძლია განწყობა აამაღლოს და ოთახს სადღესასწაულო ელფერი შესძინოს. წითელის, თეთრის და შავის კომბინაცია განსაკუთრებით კარგად გამოიყურება სამზარეულოს დიზაინში, მით უმეტეს, თუ ოთახი მცირე ზომისაა და თეთრი ფერი ოდნავ ჭარბობს დანარჩენებს.

წითელი ინტერიერში

საძინებელს, სადაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი ავეჯია წარმოდგენილი, იდეალურად უხდება ნათელი წითელი, მომრგვალებული სკამების დამატება.

აქ მთავარი დატვირთვა გეომეტრიულ კონტრასტზე მოდის – გარდერობისა და საწოლის მართკუთხა ფორმების ფონზე, წითელი სკამების საზურგეების გლუვი მრუდები ძალიან ელეგანტურად გამოჩნდება.

ინტერიერის დიზაინი ფერები

ბოლო დროს მოდური გახდა დიზაინში აღმოსავლური მოტივების გამოყენება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სულ უფრო და უფრო მეტი ნახოთ წითელი და ვარდისფერი კომბინაცია დეკორაციაში.

მაგრამ აქ საჭიროა ფრთხილი მიდგომა, რათა არ გადააჭარბოს ეგზოტიკას.

ინტერიერის დიზაინი ფერები

სააბაზანო კი ალბათ ის ადგილია, სადაც ყველაზე თამამად შეგიძლიათ წითელი ფერის გამოყენება.

წითელი ფერი ინტერიერში

სწორად შერჩეული კაფელის შემთხვევაში, როგორც წესი, სააბაზანოებშიწითელი ფერი ამართლებს.