იაპონური სტილი ინტერიერის დიზაინში არის ასკეტური სტილი, რომელიც ბუნებრივ მოტივებში გვაბრუნებს. ინტერიერი ეფუძნება იაპონური ცხოვრების ტრადიციებს, მინიმალიზმს და გარემოსდაცვით კეთილგანწყობას. თუმცა მას ასევე ავსებს თანამედროვე ტექნოლოგიები – საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან დაწყებული ჭკვიანი სახლის სისტემამდე.
ძირითადი ელემენტები:
სივრცე გადაწყვეტილია თავშეკავებულ ბუნებრივ ფერებში. ესენია: კრემისფერი, ყავისფერი, მწვანე, ტერაკოტა, ზოგჯერ კი მას შავი ან წითელი აქცენტები ერთვის.
კედლები დაფარულია შპალერით, მორთული ქსოვილით ან ხის ჩარჩოებით, პანელებითა და ბრინჯის ქაღალდით, რომლებიც იაპონიურ ტრადიციებს იმეორებს.
ინტერიერში ასევე ჭარბობს ბუნებრივი მასალები: ხე, ქვა, ნატურალური ქსოვილი, თიხა და ბამბუკი.
ინტერიერში გამოიყენება ტრადიციული იაპონური ავეჯი – დაბალი მაგიდები და ტატამები. თუმცა, ასევე წარმატებით შეიძლება მოერგოს კომპოზიციას ლაკონური თანამედროვე ავეჯი.
რაც შეეხება აქსესუარებს, ისინი ხაზს უსვამენ იაპონური ინტერიერის ზოგად იდეას – აღჭურვილობა ჩაის ცერემონიისთვის, ნეტსუკეს ფიგურები და ბონსაი მინიატურული ხეები.
თეგები: ინტერიერის დიზაინში,