ჩვენ წარმოგიდგენთ პროექტს, რომელშიც დიზაინერმა ისეთი სივრცის შექმნა მოახერხა, რომელიც თავისი სიმსუბუქითა და სისუფთავით მოგაჯადოვებთ. ეს სახლი სამოთხეს ჰგავს მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს კრემისფერი ტონები.ამ სახლში ნებისმიერ ოთახში მყუდრო და ნათელი სივრცეა შექმნილი. გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალები. ფუნქციური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთო სამზარეულოსა და მისაღები სივრცის არსებობა, სადაც დიდი ადგილი ეთმობა სამზარეულოს ინვენტარს, რაც უზრუნველყოფს სათავსოების არსებობას.
განლაგება
რემონტის დაწყებამდე, ეს იყო ბინის ფართი, რომელსაც არ სჭირდებოდა რეკონსტრუქცია. ფართი მოიცავს საძინებელს, აბაზანას და მისაღებ ოთახს.
დიზაინში სივრცეები დაყოფილია ხის იატაკითა და კერამიკული ფილებით. რაც შეეხება კედლებს, გამოყენებულია სახებავი მსუბუქ ფერში.
საკმაოდ დიდი სივრცე ეთმობა სათავსოებს, რომლის მასალადაც გამოყენებულია თეთრი ხე.
საძინებელ ოთახში გამოყენებულია თეთრი ფერის კარადა, კედელი კი ატმისფერშია გადაწყვეტილი.
რაც შეეხება აბაზანას, გამოყენებულია იგივე ტონები, ხოლო საშხაპის კედელზე მოგებულია ფილები ხის ეფექტით.
სახლის ნამდვილი მარგალიტია სამზარეულო, სადაც პიტნისფერი ავეჯი შერწყმულია თეთრ, ნათელ კედლებთან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: კრემისფერ ფერებში,