და-ძმა კარლოსი და კამინო ალონსო დიდ ქალაქში გაიზარდნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ პატარა სახლზე, სადმე სოფლის ბუნებაში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ზაფხულში მთელ ოჯახთან ერთა დასვენება. როდესაც ისინი წამოიზარდნენ და მყარად დადგნენ ფეხზე, გადაწყვიტეს ბავშვური ოცნება რეალობად ექციათ.მათ უნდა შეერჩიათ სახლის ინტერიერის დიზაინი, ეზოს დიზაინი და გაეკეთებინათ სრული რემონტი. განესაზღვრათ სახლის შიდა განლაგება, დეკორი, ავეჯი..
ოჯახის თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება, პროვინციაში პატარა სახლი ეყიდათ, მიწის ნაკვეთით. ახალ ქალაქგარე ვილაში დასვენებას ისინი ზაფხულის შვებულებების დროს გეგმავდნენ, ხოლო დანარჩენი დროის განმალობაში ის პატარა ოტელის ფუნქციას შეასრულებდა. კარლოსმა და კამინომ უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ უამრავი განცხადება დაათვალიერეს.
განცხადებათა სიუხვეში ისინი შემთხვევით წააწყდნენ მიტოვებული საჯინიბოს გაყიდვის შესახებ განცხადებას, რომელიც საოცრად თვალწარმტაც ადგილზე მდებარეობდა და ამასთან ძალიან იაფიც ღირდა. საბოლოოდ, ფასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და და-ძმა ალონსოებმა გადაწყვიტეს, ეყიდათ მიტოვებული საჯინიბო.
კარლოსისა და კამინოს შენაძენის შემხედვარე, რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩანაფიქრი გაამართლებდა.
მაგრამ, როგორც ხალხური ანდაზა ამბობს, „თვალებს ეშინიათ, ხელები კი აკეთებენ“.
ფარდულის შიგნით კაპიტალური რემონტი გაკეთდა. ყოფილი საჯინიბოს სივრცე ოთახებად დაიყო და უახლესი სტილის ავეჯით აღიჭურვა.
ამ ვილის ინტერიერის შემხედვარე, რთულია დაიჯერო, რომ თავდაპირველად ეს ჩვეულებრივი, სამეურნეო შენობა-ნაგებობა იყო!
გადაწყდა შენობის გარე ფასადის ხელუხლებლად დატოვება. ქვის კედლები ხომ მეტის-მეტად ეფექტურად გამოიყურება და შუა საუკუნეების სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კარლოს ალონსოს განსაკუთრებული სიამაყის საგანია წყალსადენი. თავდაპირველად ხომ საჯინიბო უახლოესი წყაროს წყლით მარაგდებოდა.
ახლა კი, თანამედროვე ფილტრების წყალობით, წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან არის შესაძლებელი!
გარდა ამისა, წყაროს წყლით ივსება სახლის წინ მდებარე საცურაო აუზი. ესპანეთის ცხელი ამინდების გათვალისწინებით, ეს ნამდვილი შველაა ზაფხულის ცხელ დღეებში.
უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ჩვეულებრივი საჯინიბო ასეთ თანამედროვე და მყუდრო აგარაკად გადაკეთდა.
თეგები: ინტერიერის დიზაინი, სრული რემონტი, სახლის შიდა განლაგება, ავეჯი, დეკორი