ფუტურიზმი ინტერიერის დიზაინში – ამ სტილის სახელი საკუთარ თავზე მეტყველებს – ფუტურიზმი ასახავს ადამიანის იდეებს მომავლისა და ინოვაციების შესახებ. ფუნქციონალური და ტექნოლოგიურად განვითარებული ინტერიერის დიზაინი პირველ რიგში იმ ადამიანებს აღაფრთოვანებს, რომლებიც კოსმოსური კვლევებით არიან შთაგონებული.
თავისებურებები:
ფუტურისტულ ინტერიერში დომინირებს გამარტივებული ფორმები, ცივი ფერები და პრიალა ზედაპირები – ასე ასახავს ის ფილმებში ნაჩვენები კოსმოსური ხომალდის დიზაინს ან მომავლის ტექნოლოგიურ სახლებს.
საკვანძო ელემენტები:
პირველ რიგში, ეს არის თანამედროვე მასალები: პლასტმასი, ფაიფური, თაბაშირის დაფა.
ასევე გამოიყენება ბეტონის, მინის და ლითონის ელემენტები.
ფუტურისტულ ინტერიერში ოთახებს შეიძლება ჰქონდეს არასტანდარტული განლაგება – ასიმეტრიული კედლები, მომრგვალებული კარიბჭეები და მრავალდონიანი ჭერი.
რაც შეეხება დეკორს, ასეთი რამ ფუტურისტულ გაგებაში თითქმის არ არსებობს. სამაგიეროდ, ყურადღებას იქცევს ავეჯი – ლითონის, მინისა და პლასტმასის ელემენტებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება განათებაზე. როგორც წესი, გამოიყენება ფერადი განათება და მრავალი LED ნათურები.
ფერები:
სახლში ფერთა პალიტრაში ხშირად გამოიყენება ცივი თეთრი და ნაცრისფერი ფერები, მეტალის და პრიალა შავი ზედაპირები.
ამავდროულად, ფუტურიზმში გამოიყენება ნათელი ფერებიც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ორი ან სამი ტონით შემოიფარგლოთ.