Back

განათებები დიზაინში – რა ტიპის განათებები გამოიყენება ინტერიერის დიზაინში

შეიძლება ბინის პროექტზე ძალიან ბევრი იმუშაო, გამოიყენო ძვირადღირებული მასალები და ავეჯი, თუმცა, არასწორი განათებით მთელი ინტერიერი გააფუჭო. განათებას ზუსტად ამხელა მნიშვნელობა აქვს – ის აკეთილშობილებს ცუდ ინტერიერს და პირიქით, „კლავს“ კარგ დიზაინს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი განათების სწორად შერჩევა. სტატიაში ნახავთ: განათებები დიზაინში – რა ტიპის განათებები გამოიყენება ინტერიერის დიზაინში.

განათებები დიზაინში

ხელოვნური განათება ნებისმიერ ინტერიერში გვხვდება. თუმცა, ჩვენი კომფორტი და შეგრძნებები იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორ ყალიბდება და ნაწილდება ის.

სინათლის პირველი და ყველაზე აშკარა ფუნქციაა ნათებაა. მეორე და არა ისეთივე აშკარა, არის ატმოსფეროს, განწყობის და საინტერესო ტომების შექმნა.

იმის დასადგენად, თუ რა სახის განათება შეეფერება თქვენს ინტერიერს, უნდა უპასუხოთ მარტივ კითხვას –  რისთვის გვჭირდება ის? რადგან თითოეული ამოცანისთვის განსხვავებული განათება გამოიყენება.

განათება დიზაინში

განათების 3 არსებითი ტიპია. ესენია: ძირითადი, ადგილობრივი (ან ფუნქციონალური) და დეკორატიული (იგივე – აქცენტი).

ჩვენ გირჩევთ, განათების რომელი ტიპი შეესაბამება საცხოვრებლის ამა თუ იმ ოთახს:

ძირითადი განათება

როგორც წესი, ეს არის ჭერზე დამონტაჟებული შუქი, რომელიც თანაბრად ანათებს მთელს ოთახს ბნელი კუთხეების დატოვების გარეშე. ყველაზე გავრცელებულია ჭაღები, ცენტრალური ჭერის ნათურები რამდენიმე ნათურებით ან პროჟექტორებით, რომლებიც მთელს ოთახში, ან ცალკეულ ტერიტორიაზე ნაწილდება. მნიშვნელოვანია, რომ ნათურები უზრუნველყოფდნენ ერთგვაროვან დიფუზურ შუქს და არა მიმართულებით სინათლეს, რადგან ეს უკანასკნელი ვერ გადაწყვეტს ოთახის ერთგვაროვანი განათების საკითხს.

საძინებლის დიზაინი

ადგილობრივი ან ფუნქციური განათება

ეს არის მცირე მონაკვეთის განათება, სადაც გარკვეული მოქმედებისთვის საჭიროა მიმართულების მიმცემი სინათლე. ის ინტერიერში თითქმის ყველა ოთახში, გამოიყენება.

სამზარეულო

სამზარეულოს განათება

ის ასევე ხშირად გვხვდება სააბაზანოში

საბაზანოს განათება დიზაინი

და ბოლოს, დეკორატიული განათება

მისი ფუნქცია არა განათება, არამედ სილამაზის, განწყობისა და მოცულობის შექმნა, ან გარკვეული ელემენტების ხაზგასმაა მაგალითად ნიშებში, ფარდებსა თუ ავეჯში.

დეკორატიული შუქი არ უნდა ეჯიბრებოდეს მთავარ განათებას. ამიტომ, მისი გამოყენება უმჯობესია ღამის განათებად, მაგალითად, საძინებელში.

დეკორატიული განათება

ანაც შემოსასვლელ ოთახში

სახლის განათება