Back

რატომ უნდა ავირჩიოთ თეთრი ფერის რბილი ავეჯი?

რბილი ავეჯი არა მხოლოდ კომფორტული ძილისა და დასვენებისთვის გვჭირდება, არამედ, დეკორატიულ როლსაც ასრულებს – ის ავსებს ინტერიერს და ზოგჯერ, მასში მთავარი აქცენტიც შეაქვს. ხოლო თუ ასეთი ავეჯი თეთრი ფერისაა, მომრგვალებული ფორმები და ფუმფულა ზედაპირი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ჩვენ თავი მოვუყარეთ რბილი ავეჯის თანამედროვე მოდელებს, რომლებშიც კომფორტი გაერთიანებულია ლამაზ დიზაინთან. ეს ელეგანტური დივნები, სავარძლები და პუფები თქვენს სახლს უფრო მყუდროს, ფუნქციონალურს და საინტერესოს გახდის.

მოდულური დივანი

ამ სტილის ავეჯის მთავარი უპირატესობა მისი მიმზიდველი დიზაინი და თეთრი ფერია, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან. დივანი რბილ, მყუდრო ღრუბელს წააგავს – შეუძლებელია მას გვერდი ისე ჩაუაროთ, რომ შეხება არ მოგინდეთ. ლაკონური მომრგვალებული ფორმის წყალობით, დივანი ინტერიერის ნებისმიერ სტილს ორგანულად მოერგება.

თეთრი დივანი

თეთრი, ბრბილი დივნის კიდევ ერთი ვარიანტი ორიგინალური ბალიშებით.

tetri divani

ბუკლეს პუფი

ბუკლეს ქსოვილით დამზადებული პუფი ორიგინალური ფორმით გამოირჩევა და ორ ფეხზე დგას. მსგავსი მოდელი იდეალური არჩევანი იქნება მათთვის, ვინც კომფორტს და თანამედროვე დიზაინს აფასებს.

მომრგვალებული ფორმები და ბუკლეს ტექსტურა სინაზეს და რომანტიკას შესძენს.

კომპაქტური პუფის გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ოთახში, დერეფნიდან დაწყებული, ოფისით დამთავრებული.

პუფი

თეთრი სავარძელი

ეს მოსახერხებელი სავარძელი იდეალური დასვენებისთვის ყველანაირ პირობას ქმნის თავისი ფორმით.

მასში ერთიანდება სტილი, კომფორტი და ხარისხი. მრგვალი ფორმები და რბილი ზედაპირი ღრუბლების ასოციაციას იწვევს. სავარძელი ჰარმონიულად მოერგება თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერს.

თეთრი სავარძელი

საწოლი ამწევი მექანიზმით

მომრგვალებული ფორმები და გამარტივებული კონტურები საძინებლის ინტერიერშიც შესანიშნავად ჯდება და კომფორტის განსაკუთრებულ შეგრძნებას ქმნის.

ამასთან, საწოლი აღჭურვილია ამწევი მექანიზმით, მის ქვეშ არსებული სივრცე კი საკმაოდ დიდ სათავსო სივრცეს ქმნის.

ამასთან, თეთრი, რბილი ფერი ჰარმონიულად გამოიყურება სხვადასხვა გარემოში.

საწოლის დიზაინი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…