Back

როგორ გავასწოროთ არათანაბარი იატაკი საკუთარი ძალებით?

არათანაბარი იატაკი ბევრ პრობლემას ქმნის, თუმცა, მისი გასწორება იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამას საკუთარი ძალებითაც შეძლებთ, თუ დეტალურად მიჰყვებით ჩვენს მიერ მოყვანილ ინსტრუქციას და გამოიყენებთ შესაბამის მასალას. სტატიაში ნახავთ: როგორ გავასწოროთ არათანაბარი იატაკი საკუთარი ძალებით?

ინსტრუმენტი

სახლში იატაკის გასასწორებლად გამოდგება ე.წ. „შპატელი“ – იგივე ბრტყელი ნიჩაბი, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული სარემონტო მასალაა იატაკის გასასწორებლად.

შპატელი

მასალა

იატაკის გასასწორებლად საკმაოდ ბევრი სახეობის მასალა გამოდგება:

  • ბეტონი;
  • ცემენტი;
  • თაბაშირი;
  • აზბესტის ცემენტი.

ამ მასალებს ძირითადად ის განასხვევებს, თუ რამდენ ხანს საჭიროებენ გასამკვირებლად. ეს დრო მერყეობს რამდენიმე საათიდან ერთ დღე-ღამემდე.

იატაკის მოსწორება

როგორ გავასწოროთ არათანაბარი იატაკი – იატაკის გასწორების ეტაპები:

ბაზის მომზადება – იატაკის გასწორებამდე ბეტონს მოაცილეთ ყველანაირი საფარი, სამშენებლო ნარჩენები და მტვერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამშენებლო მტვერსასრუტი.

დაფარეთ ზედაპირი გრუნტით – ეს შეუშლის ტენიანობას და უზრუნველყოფს მდგრადობას.

მოამზადეთ ნარევი – იატაკის გასასწორებელი ნარევის მომზადების ინსტრუქციას იმ მასალის შეფუთვაზე იხილავთ, რომელსაც შეარჩევთ.

დაიწყეთ მასალის დასხმა – სამუშაო შეუჩერებლად უნდა ჩატარდეს, რომ მასალა არ გამკვრივდეს სამუშაოს დასრულებამდე. ამიტომ, უმჯობესია თუ კიდევ ერთ ადამიანს დაიხმართ, რომ იატაკის გასწორებამდე, მეორემ მომდევნო პარტია მოამზადოს.

თეგები: როგორ გავასწოროთ,