სკანდინავიური დიზაინი ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია, რომელიც ლაკონურობით, ფუნქციურობითა და სიმარტივით ხასიათდება. როდესაც სიტყვები „სკანდინავიური სტილი ინტერიერში” გესმით, ალბათ მაშინვე წარმოიდგენთ ფართო, ნათელ ოთახს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული კომფორტული ავეჯით, სუფთა დეკორით და ნათელი განათებით. ეს ნამდვილად ასახავს რეალობას, მინიმალისტური, მოწესრიგებული და სასიამოვნო კომპოზიცია – ეს სკანდინავიური ინტერიერის მთავარი მახასიათებლებია.
ფერები:
ასეთ ინტერიერში ჭარბობს ღია ფერები: თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი, კრემისფერი. ეს ყველაფერი შეხამებულია ხის ფაქტურასთან.
ოთახებში გამოიყენება ნათელი ტექსტურები, როგორიცაა საბნები ფერადი ორნამენტებით, ხელსახოცები და პირსახოცებით.
სკანდინავიურ სტილში მიღებულია მარტივი ფორმების ავეჯი – რბილი ან ხისგან დამზადებული.
შეგიძლიათ ოთახი დაამშვენოთ სარკეებით, ნათურებით, ცოცხალი მცენარეებით და სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ნახატებით – შავი ჩარჩოები ეფექტური აქცენტი იქნება ღია ფონზე.