Back

სარკე, როგორც ინტერიერის მოდური ნაწილი – 5 იდეა

კედელზე ჩამოკიდებული სარკე უკვე მოძველებული ტენდენციაა. როგორც წესი, ახლა სარკის დიზაინის ადაპტირება კედლებისა და ავეჯის ფასადებში ხდება რთული კომპოზიციებითა და ელემენტებით. სარკეს ინტერიერში იყენებენ, როგორც დეკორის გასალამაზებლად, ასევე ფუნქციურად, სივრცის გასადაიდებლად.

რატომ არის სარკე საჭირო?

სარკე მისაღებში

პატარა ოთახებში სარკისებური ზედაპირი საუკეთესო გამოსავალია – ის ირეკლავს სინათლეს, ზომაში ვიზუალურად ზრდის ოთახს და ინტერიერს ამსუბუქებს.

სარკე არც დიდი ზომის ოთახებისთვის არის უსარგებლო. ის გამოიყენება ნიშების, ავეჯისა და სხვადასხვა სახის დეკორის გასაფორმებლად. სარკე დიდი ზომის ოთახს უფრო გამომხატველს და ელეგანტურს გახდის.

სარკის დიზაინი

როგორ შევარჩიოთ სარკე?

ოთახის ვიზუალურად გასადიდებლად დააყენეთ დიდი ზომის სარკე. მნიშვნელოვანია, რომ ორი სარკე ერთმანეთის პირისპირ არ განათავსოთ, რადგან ის დისკომფორტს და დეზორიენტაციას გამოიწვევს.

დიდი სარკეები ოთახში

სააბაზანოებსა და სამზარეულოში უმჯობესია გამოიყენოთ სარკისებური ზედაპირის ორნამენტები, რომლებიც უფრო დეკორატიულია, ვიდრე გამოყენებითი.

სააბაზანოს სარკის დიზაინი

დეკორატიული სარკეები ასევე გამოიყენება ინტერიერის გამოცოცხლებისა და განახლებისთვის.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი სარკის ზედაპირია ინტეგრირებული ნივთის დეკორში, მით უფრო ლაკონური უნდა იყოს მისი დიზაინი.

დეკორატიული სარკეები

რას შევუხამოთ სარკეები?

სარკე მისაღები ოთახის დიზაინში

ლითონები და მბზინავი საგნები ხელს შეუწყობს სარკის ეფექტის გაძლიერებას, გახდის მას უფრო ღრმას და გამომხატველს.

იმისთვის, რომ ინტერიერი დააბალანსოთ, გამოიყენეთ დაბურული ზედაპირის ავეჯი, კედლების და იატაკი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი..

თეგები: სარკის დიზაინის,