Back

სკამები ინტერიერის დიზაინში, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს

სკამი – ეს არ არის მხოლოდ ავეჯის ნაწილი, ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტულიც უნდა იყოს. ეს ბორბლის ხელახლა გამოგონებას ჰგავს – დიზაინერებისთვის ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება ახალი მოდელების შემუშავება, რადგან არაპრაქტიკულობა და უხერხულობა ლამაზი საფარის მიღმა ვერ დაიმალება. Egg Chair, Panton Chair, Louis Ghost Chair – თუ ეს სახელები არაფერს გეუბნებათ, აუცილებლად უნდა გაიცნოთ საკულტო სკამები და სავარძლები, რომელთა გარეშეც, სინამდვილეში წარმოუდგენელია დიზაინის სამყარო. დღეს, სკამების დიზაინი ს სამყაროში სწორედ ყველაზე ცნობილ მოდელებზე ვისაუბრებთ:

ვენური სკამი

ვენური სკამებიეს სკამი გერმანელმა ავეჯის მწარმოებელმა მაიკლ თონეტმა გამოიგონა. იგი თავისი პროდუქციის წარმოებაში იყენებდა ორთქლით ხის მოღუნვის უძველეს ტექნოლოგიებს. 1850 წელს ასეთი სკამების პირველი პარტია გაუგზავნეს მომხმარებელს ბუდაპეშტში.

ვენური სკამი

400 სრულიად იდენტურ სკამს ეწოდა მოდელი No1. ცხრა წლის შემდეგ კი ჩნდება Thonet-ის ყველაზე ცნობილი სკამი, მოდელი No14.

Panton

მე-20 საუკუნის დიზაინის ხატი – სკამი სახელად Panton გამოიგონა დიზაინერმა ვერნერ პანტონმა. ის მასობრივ წარმოებაში 1960 წელს შევიდა და იმ დროისთვის, ინოვაციური დიზაინით გამოირჩეოდა, რომელიც დღესაც აქტუალურია და საოცრად ერგება თანამედროვე დიზაინის ელემენტებს.

სკამების დიზაინი

სკამი The Series 7

სკამი 1955 წელს დამზადდა და დღემდე რჩება Fritz Hansen-ის ავეჯის ბრენდის ერთ-ერთ მთავარ ბესტსელერად.

ის დანიელმა დიზაინერმა არნე იაკობსონმა დააპროექტა. სკამი დამზადებულია დაპრესილი შპონისგან.

მისი ფორმა შეიძლება შეესაბამებოდეს თითქმის ნებისმიერ ინტერიერს.

სკამების დიზაინი