უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები სახლს ყველაფრიანად ყიდიან, “შედი და იცხოვრე”-ს პრინციპით. ალბათ ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, თუმცა არის ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებასაც მსგავს სიტუაციებში გირჩევთ.
ხის ნაკეთობები
შესაძლოა ხის ნივთი დაზიანებული იყოს და ჭიები ჰყავდეს, ამიტომ კარგად შეამოწმეთ.
ხალიჩა
კარგ ხალიჩას არავინ დატოვებს, დიდი ალბათობით, სინთეტიკა იქნება, სინთეტიკა კი ქიმიური მასალისგან იწარმოებოდა, რომლის გამოყენებაც ამჟამად აკრძალულია, რადგან ის საშიშია ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ხალიჩა არის უამრავი ბაქტერიის, ტკიპების, მტვრის ბუდე, რამაც შესაძლოა სერიოზული ალერგიაც კი გამოიწვიოს.
ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია გთავაზობთ კერძო სახლების მშენებლობას, როგორ შავი კარკასი ისე თეთრი კარკასი: სახლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კერძო სახლის პროექტები
ასე რომ, ძველი ხალიჩა უმჯობესია სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან.
რბილი ავეჯი და მატრასი
ამ ნივთებზეც იმავეს თქმა შეიძლება, რაც ხალიჩაზე ვისაუბრეთ.
ძველი მაცივარი
ძალიან იშვიათად, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ბინაში შეიძლება დაგხვდეთ ძველებური მაცივარი, რომელიც ძირითადად კარადის ფუნქციას ასრულებს ხოლმე. თუ მაცივარი 20 წელზე მეტი ხნის არის, გირჩევთ სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან. ძველი მოდელის მაცივრებში გამოიყენებოდა ისეთი ფრეონი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ძველი მტვერსასრუტი
ძველი მოდელის მტვერსასრუტები ტომრებით და ჰეპა ფილტრის გარეშე გამოდიოდა, რომელიც რეგულარული წმენდის გარეშე ძალიან ბევრ მტვერს აგროვებს. აქედან გამომდინარე, ძველი მტვერსასრუტი არის მტვრის, ბაქტერიების და ინფექციების ბუდე.
სრულად ნახვა: shin.ge