თუ დღემდე თვლით, რომ რეცხვის შემდეგ სარეცხის მანქანის კარი ღია უნდა დატოვოთ, რათა მანქანა განიავდეს, სპეციალისტების გაფრთხილებას მოუსმინეთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსგავსი მოქმედება მხოლოდ დააზარალებს თქვენს ტექნიკას.
არადა, რამდენჯერ წაგვიკითხავს, რომ თუ მანქანა კარგად არ განიავდა, აუცილებლად ობი და სოკო გაუჩნდება, შესაბამისად – უსიამოვნო სუნი. ბევრი დიასახლისი კი რეცხვის შემდეგ დოლურას, რეზინს და სხვა ნაწილებს კარგად ამშრალებს და შემდეგ კარს მჭიდროდ კეტავს. რომელი მეთოდი უფრო გამართლებულია და რომელი უფრო დაიცავს ჩვენს ერთგულ მეგობარს?
იმისათვის, რომ რეცხვის პროცესი დაიწყოს, მანქანის კარი მჭიდროდ უნდა დაიბლოკოს. თუ მექანიზმი დაზიანდა, ამას აუცილებლად მოჰყვება სარეცხის მანქანის გაუმართაობა. ღიად დატოვებული კარი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს საკუთარი წონის გამო.
დროთა განმავლობაში ელექტრონული საკეტის ღერძი აღარ ემთხვევა ლუქის ჩამკეტის ღერძს, რის შედეგადაც ფიქსატორის ენა ვეღარ სწვდება მის კუთვნილ ადგილს და კარიც აღარ იკეტება სათანადოდ. ეს მოწყობილობის შიდა ელემენტების ცვეთას იწვევს, ამიტომ, არ არის გასაკვირი, კარი რომ ჩაიკეტოს ან აღარ ჩაიკეტოს.
ავტომატური სარეცხის მანქანის ლუქი, ნახევრად ავტომატურისგან განსხვავებით, არის ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ შებოჭილობას და ტექნიკას შესაძლო გაჟონვისგან იცავს. იგი დამზადებულია სქელი ნაწრთობი მინისგან. კარის ღიად დატოვების შედეგად, ადრე თუ გვიან, ის დაიწევს საკუთარი წონის ხარჯზე, რადგან მისი დამჭერი დეტალები დამზადებულია სუსტი ალუმინის შენადნობებისგან, რომლებიც არ არის გათვლილი ასეთი დატვირთვისთვის.
მოწყობილობაში არსებული წყლის მთლიანად შეგროვება და მანქანის სრულიად ამომშრალების მცდელობა საუკეთესო იდეა არ გახლავთ. თუ არ იცოდით, მაშინ ჩვენ გეტყვით: მცირე რაოდენობით წყალი ყოველთვის უნდა დარჩეს ავტომატურ მანქანაში (საშუალოდ 0,5-დან 2 ლიტრამდე). ეს გათვალისწინებულია მწარმოებლის მიერ ჰიდრავლიკური ჩამკეტის ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც იცავს შიდა მექანიზმებს, მათ შორის მილებს და სანიაღვრე ტუმბოს ჰაერისგან.
მეტიც, სარეცხი მანქანის შიგნით მცირე რაოდენობით წყალი ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ რეცხვის შემდეგ დარჩენილი ფხვნილი და ქსოვილის ბოჭკოები გამოირეცხოს მანქანიდან შემდეგი ციკლის დაწყებამდე. თუ მიჩვეული ხართ კარის ღიად დატოვებას, მაშინ ყველა ეს ძაფი და ბოჭკო სწრაფად შრება და აშრობს მოწყობილობის ზედაპირს, რითაც მცირდება მისი მომსახურების ვადა.
ასევე კარის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როგორც წესი, არის ის, რომ ბავშვებს უყვართ მასზე დაწოლა, იგივე ეხება შინაურ ცხოველებს, რომლებსაც უყვართ რბილი რეზინის ლუქის ღეჭვა ან მანქანის დოლურაში წამოწოლა. შინაური ცხოველების ასეთი მოქმედების შემდეგ დოლურაში რჩება ბეწვი, რაც შესაძლოა გახდეს სანიაღვრე ფილტრის გაჭედვის მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ ვერტიკალური ლუქების დიზაინი განსხვავდება ჩვეულებრივი ლუქებისგან, მათი ღიად დატოვება რეცხვის ციკლებს შორის არ არის რეკომენდებული იმავე მიზეზების გამო.
უფრო მეტიც, ვერტიკალური მანქანების კარებს ყველაზე ხშირად აქვთ ისეთი სტრუქტურა, რომ თუ სახურავი მუდმივად ღიაა, მაშინ ტენიანობა, რომელიც გროვდება მანქანაში რეცხვის დროს, მიედინება დამჭერებისკენ, რეცხავს მის საპოხ მასალას, რაც იწვევს დამჭერების კოროზიას, იმ დამჭერებისას, რომელიც თავსახურს ვერტიკალურად იჭერს, რაც იწვევს მის დაკიდებას.
სრულად ნახვა: shin.ge