Back

მცირე ზომის სააბაზანო – როგორ მოვაწყოთ აბაზანის ინტერიერის დიზაინი სწორად

ბევრს არ შეუძლია თავი მოიწონოს დიდი და ფართო სააბაზანოთი, რომელიც ყველაფერს დაიტევს, მათ შორის, სარეცხი მანქანას, პირსახოცების კარადას ან კოსმეტიკის თაროს. როგორც წესი, ადგილის სიმწირის გამო, არჩევანის გაკეთება გვიწევს საჭირო და უფრო საჭირო ნიტებს შორის. დაახლოებით 4 კვ. მ ფართობზე კომფორტის შექმნა მართლაც რთულია. პატარა ზომის სააბაზანო – როგორ მოვაწყოთ ჭკვიანურად.

თუ ინტერიერის დიზაინი გინდათ დაგვირეკეთ: 598870589. ჩვენი ნამუშევრები იხილეთ აქ:

ინტერიერის დიზაინის დამზადება

თუმცა, სინამდვილეში, პატარა ოთახშიც შეგიძლიათ მყურდრო სივრცე, სადაც კომფორტი ხელმისაწვდომი იქნება. მათთვის, ვინც პატარა სააბაზანოს მოწყობაზე ნერვიულობს, ჩვენ რამდენიმე ჭკვიანური რჩევა მოვამზადეთ:

აბაზანა საშხაპით

interieris dizainis damzadeba

აბაზანაში სივრცის დაზოგვის ერთ-ერთი უმარტივესი გზა აბაზანის ნაცვლად კომპაქტური საშხაპის დამონტაჟებაა. ხოლო თუ ცხელ წყალში ნებივრობა გიყვართ, მაშინ შეგიძლიათ, საშხაპეს მაღალი სადგამი გაუკეთოთ, რომ პატარა სივრცეში, თუმცა მაინც, წყლის ავსება შეგეძლოთ.

საშხაპე კაბინის უპირატესობები:

saxlis dizaini

კომპაქტურობა – კუთხის შხაპი იკავებს აბაზანის სივრცის მინიმუმ ნახევარს; მოხერხებულობა და უსაფრთხოება – მას გარსი აკრავს, რომელიც წაქცევისგან დაგაზღვევთ წყლის დაზოგვა – აბაზანის ასავსებად ბევრად მეტი წყლის რესურსია საჭირო.

აბაზანა სარეცხი მანქანით

patara saxlis dizaini

პატარა ბინაში სარეცხი მანქანისთვის ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია. ჩვენი რჩევაა, სარეცხი მანქანა პირსაბანი ნიჟარის გვარდით დადგათ, ამ შემთხვევაში,  ის ცალკე ადგილს კი არ დაიკავებს, არამედ საყრდენი მაგიდის ერთიანი სისტემის ნაწილი იქნება.

რა უნდა გაითვალისწინოთ სრულფასოვანი სააბაზანოს მოსაწყობად

  • ფუნქციური ავეჯი;
  • დიდი სარკეები და განათება;
  • მინის ტიხრები;
  • ღია ფერები კედლის დეკორაციისთვის;

დატვირთეთ კედლები უჯრებით – მცირე ზომის სააბაზანოში ნივთების შესანახად ტევადი უჯრები არ გექნებათ, ამიტომ, მაქსიმალურად აითვისეთ კედლები.