ყველა ნივთს გააჩნია მისი პატრონის ენერგეტიკა, რომელიც ყოველთვის დადებითი როდია. ამიტომაც არის, რომ ნაპოვნი ნივთის აღებით და სახლში მიტანით საფრთხეში იგდებთ თავს.
შესაძლოა ვიღაცის ცუდი ენერგეტიკა მიიზიდოთ, რამაც საბოლოოდ შესაძლოა თქვენი ბედიც კი შეცვალოს. მაგალითად მოგიყვანთ რამდენიმე ნივთს, რომელთაგანაც უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ.
მსგავსი ნივთები უმეტესწილად უარყოფითი ენერგიით არის ხოლმე დამუხტული და მათი სახლში მიტანა თურმე არ შეიძლება.
ფული და საფულე
ძნელია გვერდი აუარო ქუჩაში დაგდებულ ფულს, მით უმეტეს ქაღალდის კუპიურას, მაგრამ, გვერწმუნეთ, არ ღირს მისი აღება და სახლში მიტანა.
არავინ იცის, რა ენერგეტიკა დარჩა მასზე და ვის რისთვის სჭირდებოდა.
გასაღები
გასაღები სხვისი კარის პორტალია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი აღება და სახლში მიტანა, იმიტომ, რომ ეს ნივთი აპრიორი სხვისი საკუთრება, რომლის ენერგეტიკის შესახებ თქვენ არაფერი იცით. ნაპოვნი გასაღების აღება მხოლოდ იმ მიზნით არის სასურველი, თუ მიზნად მისი დაბრუნება გაქვთ გადაწყვეტილი.
თმის სამაგრი, გულსაბნევი, ნემსი, დანა
მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთები თავისთავად სახიფათოა, ასეთმა საგნებმა შესაძლოა ცუდი ენერგიაც მოიზიდოს. როგორც წესი, ასეთ ნივთებს ნეგატივს შთაბერავენ ხოლმე. ამიტომ, აუცილებლად გვერდი აუარეთ ბასრ ნივთებს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ შესაძლოა ხელი გაგეჭრათ ან იჩხვლიტოთ რამე და მიიღოთ ჭრილობა.
სამკაული
სამკაულს მატერიალური და ემოციური ღირებულება აქვს. მას შესაძლოა ცუდი მოგონებებიც უკავშირდებოდეს. სწორედ ამის გამო შესაძლოა არცთუ კარგის მხრივ დაირღვეს იმ ადამიანის ენერგეტიკა, რომელიც ქუჩაში რომელიმე სამკაულს იპოვის და აიღებს. გირჩევთ, დატოვოთ ადგილზე. თუ ძვირად ღირებულია, ოქროა და ა.შ., და მის პატრონს ვერ აღმოაჩენთ, ჯობს გადაადნოთ და თქვენი საკუთარი სამკაული გააკეთებინოთ.
ჯვარი
არავითარ შემთხვევაში არ ღირს ჯვრის ან სხვა რომელიმე რელიგიური ატრიბუტის აღება და შინ წაღება. ასეთი ნივთები საკრალური აზრის მატარებელია.
სრულად ნახვა: shin.ge