დღეს გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და რაც გუშინ მოდური ტენდენცია იყო, ხვალ შეიძლება უკვე მოძველებული იყოს. თუმცა არის ნივთები, რომლებიც შედარებით დიდხანს ინარჩუნებენ პირველობას. განსაკუთრებით ეს რჩეული ნივთები, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. გთავაზობთ რემონტი ს და დიზაინის შექმნის დრო გამოყენებულ ყველაზე პოპულარულ და მოდურ ინტერიერის ნივთებს:
გამჭვირვალე ავეჯი
ამ მოდას 15 წლის წინ დაუდო სათავე ფილიპ სტარკმა, რომელმაც გამჭვირვალე სკამი შექმნა. დღეს გამჭვირვალე შეიძლება იყოს მაგიდაც, თაროებიც, კარადაც და სხვა ავეჯიც და რაც მთავარია, ეს საკმაოდ მოდურ მიმართულებად მიიჩნევა.
მით უმეტეს, რომ არც ისე დიდ სივრცეებში ის პრაქტიკულ ნივთადაც არის მიჩნეული, რადგან ვიზუალურად ადიდებს და ანათებს სივრცეს.
შიშველი ნათურები ან მინიმალისტური გაფორმებით
ჭაღის გარეშე ან ძალიან მინიმალისტური და გამჭვირვალე ჭაღის მქონე ღია ნათურები ასევე ტრენდია – მინიმალისტური გაფორმება, ლამაზად შეღებილი ან ლამაზი ფორმის მქონე უბრალო ნათურა ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ნივთია.
თუ არ მოგწონთ ცარიელი ნათურა, შეგიძლიათ, არაორდინარული და არასტანდარტული გარსით გააფორმოთ, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს.
ფარდაგი
ძველებური და ხელით ნაქსოვი ფარდაგები თუ ვინმეს აქვს კიდევ შემორჩენილი, რაც შეიძლება თვალსაჩინოდ უნდა გამოფინოს.
ახლა ის მსოფლიო დიზაინერების და დეკორატორების მიერ არის აღიარებული ყველაზე მოდურ ნივთად ინტერიერში.
რასაკვირველია, ის ინტერიერს უნდა შეუხამოთ და ამოვარდნილი არ უნდა იყოს საერთო სივრციდან.
შენიღბული შპალიერები
ერთ დროს ფოტოშპალიერები ძალიან ძველმოდურად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა პოპულარულია – ერთი ან სულაც რამდენიმე კედელი, რომელიც ფოტოშპალიერით (მაგალითად, ზედ მიხატული წიგნების თაროებით ან ბუხრით), აგურის კედლის მსგავსად ან სხვა სახით გაფორმებული, ე.წ. შენიღბული შპალიერით, მოდური ტრენდია.
ნებისმიერი რამის დატანა შეიძლება დღეს ფოტოშპალიერზე და ნებისმიერი ბუნებრივი ხის, ქვის თუ პეიზაჟის იმიტაციის შექმნა.
მზის ფორმის სარკე
ეს ახალი ტრენდი აღარაა, მაგრამ კვლავ მოდურია.
ამგვარი სარკე სირვცეს ნათელს და ცოცხალს ხდის, ელეგანტურობასაც მატებს. თანაც, პრაქტიკულად ნებისმიერ სტილში ჯდება.
ტეგები: ბინების, ბინების, დიზაინი და რემონტი, დიზაინი და რემონტი