ენდრიუ და გაბრიელა მორისონებმა დაასრულეს საკუთარი სახლის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ 20 კვადრატული მეტრისაა და ბორბლებზეა შემდგარი. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ძალიან პატარაა, მას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა სრულყოფილი საცხოვრებლისთვის: კეთილმოწყობილი სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელი. სახლის შიდა ინტერიერის დიზაინი საკმაოდ დახვეწილი და კომფორტულია.
ენდრიუს თქმით, მას ძალიან დაეხმარა ის ფაქტი, რომ ის თავად იყო კონსტრუქტორი 20 წლის განმავლობაში.
მისი განმარტებით, საკუთარმა ხელებმა მას თითქმის ნახევარი თანხა დააზოგვინა, რადგან რემონტი თვითონ გააკეთა.
ასეთ პატარა სახლში შეიძლება ყველას არ გაუჩნდეს სურვილი რომ იცხოვროს, მაგრამ სურათების დათვალიერებისას მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად მყუდრო და კომფორტული ადგილია.
სამზარეულოს დიზაინი
სახლის შიდა კიბე
საძინებელი
მცირე ზომის აბაზანა
თეგები: interieris dizaini,
ჩვენი პარტნიორი: