Back

ბინის როგორი ინტერიერის დიზაინი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანის ქვეშ დაბადებულების გემოვნება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავებულია მათი ხედვა სახლის რემონტი, ავეჯის, ინტერიერის დიზაინის, ეზოს დიზაინის თუ ლანდშაფტის მიმართულებით. მათ სხვადასხვა სახლში მოსწონს ცხოვრება. მაგალითად, ვერძებისთვის სახლი უნდა იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალური, ტყუპს ძალიან უყვარს სახლში მხიარული წვეულებების მოწყობა და საინტერესო ადამიანების დაპატიჟება; თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, ჯერ ცეცხლის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.

ვერძი – მაქსიმალურად ფუნქციონალური სახლი

ენერგიულ ვერძებს უყვართ დიდი სივრცის შეგრძნება, მინიმალისტური სტილი, ამიტომ მათთან სახლში ავეჯი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ ბევრი და კარგად ორგანიზებული სათავსოებიც.

ავეჯის სასურველი ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან შავი. ვერძის სახლში ბევრი სანთელი, წითელი ფერის აქსესუარები, ღია ფერის ნათურებია.

როგორი სახლი მოსწონს ვერძებს

კურო – მაქსიმალურად კომფორტული

გამოიყენეთ უმეტესად ნაცრისფერი და ცისფერი. თქვენ იხიბლებით მასიური, დიდი ავეჯით, არაპრაქტიკული ნივთებით.

ავეჯი აუცილებლად ხარისხიანი და ძვირადღირებული უნდა იყოს. გიჟდებით მოჩუქურთმებულ ნივთებზე. სწორედ ასეთი ავეჯით სავსე სახლში იგრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად და კომფორტულად.

კომფორტული სახლი

ტყუპები – “სოციალური”

იხიბლებით გრაფიკული პრინტებით და ფერადი ნივთებით. ყოველივე თქვენ ახალგაზრდობის შეგრძნებას გმატებთ და ამიტომ, სახლის ასეთ ფერებში და ასეთი ნივთებით მორთვა, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არ მოგწონთ ანტიკვარები, ძველი ნივთები, უპირატესობას თანამედროვე ავეჯს ანიჭებთ.

უპირატესობას ანიჭებთ ყვითელ, ლურჯ, ფორთოხლისფერ ელემენტებს ინტერიერში. სახლის ინტერიერი ასახავს თქვენ შინაგან განწყობას.

მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინი

კირჩხიბი – საოჯახო

კირჩხიბი ნამდვილი სილამაზის მოყვარულია, ამიტომ სახლის სიმყუდროვე მათთვის მნიშვნელოვანია.

თეთრი, ვარდსფერი, ღია ცისფერი და სხვა პასტელური ფერები ქმნიან კომფორტს და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, რაც ძალიან უყვარს კირჩხიბს.

მათ მართავთ მთვარე ამიტომ უყვართ ყველა ის ფერი,რომელებიც მთვარეს ირეკლავენ. კირჩხიბი ძალიან ტრადიციული ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც მემკვიდრეობით მიღებული ნივთები უძვირფასესია.

ოჯახური რელიქვიები და ფოტოები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინტერიერის დიზაინში.

საახალწლო ნაძვის ხე

ლომი – მდიდრული

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული უნარი აქვთ შექმნან არაფრისგან – ყველაფერი. შეიძლება უამრავი სტილის შერწყმა გამოიყენონ იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი, უნიკალური ინტერიერი. ლომს უყვარს სიმდიდრე, კომფორტი და ლუქს აპარტამენტები.

მდიდრული სახლი

ქალწული – პრაქტიკული

ბევრი ქალწული მოწოდებით არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერია, რამდენადაც მათ შესანიშნავად გამოსდით სივრცის დაგეგმარება. უყვართ კარგად ორგანიზებული სათავსოები, ამიტომ მათთან სახლში ყველაფერს ცალკე გამოყოფილი ადგილი აქვს მიჩენილი. თეთრი მისი ფავორიტი ფერია, ელეგანტურობა კი სასურველი ინტერიერის ძირითადი მახასიათებელი.

მისაღები ოთახის დიზაინი

სასწორი – დეკორული

სასწორები უპირატესობას დახვეწილ ფერებს ანიჭებენ. ღია ფერებით ცდილობენ  ინტერიერს მაქსიმალური სიმყუდროვე და სინაზე შემატონ.

სასწორები სილამაზის მოყვარულები და დამფასებლები არიან.

ბინის დეკორი

მორიელი – “კონფიდენციალური”

მორიელები ბალანსსა და ჰარმონიას ამკვიდრებენ ინტერიერში. მათთვის ავეჯის სიმეტრია უმნიშვნელოვანესია. მათ ფერების შეხამების საოცარი ნიჭი აქვთ. მორიელი სიმდიდრის და ფუფუნების მოყვარულია. ნატურალური ხისა და ტყავის ავეჯი, ძვირადღირებული ხელოვნების ნამუშევრები, სარკეები – ინტერიერის ძირითადი შტრიხებია.

სახლის ხის ფაქტურით

მშვილდოსანი – თანამედროვე ინტერიერის დიზაინი

მშვილდოსანი მოგზაურობაზე გიჟდება. სწორედ ამიტომ მათი სახლი სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებით არის სავსე. თუ მშვილდოსანს მოგზაურობაზე ფულის დახარჯვის შანსი არ აქვს, ის სახლს აავსებს ნივთებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ასოცირებული იქნება.

თანამედროვე მისაღები ოთახის დიზაინი

თხის რქა – ტრადიციული დიზაინი

ასტროლოგი გირჩევთ, რომ არჩევანი ხის ავეჯზე შეაჩეროთ. ეს თქვენს სახლს დადებითი აურით აავსებს. არ მოგწონთ თანამედროვე ავეჯი და მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს კომფორტულად, თუ ყველაფერი ძველებური და ანტიკვარული იქნება.

ანტიკვარული ავეჯი

მერწყული – ეკლექტიკური

ფირუზისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი, ე.წ. მყვირალა ცისფერი – არჩევანი აუცილებლად მკვეთრ ფერებზე უნდა შეაჩეროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თავს კომფორტულად.

ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან. ამ ნიშანს ურანი მართავს, მისი ფერი კი – ცისფერია.

ეს ფერი ხელს შეუწყობს მერწყულის ინოვაციურ ხასიათს, მას საშუალება აქვს თავისი ფანტაზიის მიხედვით მოაწყოს ინტერიერი.

მისაღები ოთახი ცისფერ ფერებში

თევზები – ზღაპრული

თევზები ცნობილები არიან იმით, რომ მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების ენერგიის შთანთქმა, რასაც თან დიდი სტრესიც ახლავს. ამიტომ ნაზი ფერები მათ მოდუნებაში და დასვენებაში ეხმარება. ინტერიერში ჭარბობს ოკეანის ფერთა პალიტრა და სანაპიროსთან ასოცირებული დეკორაციები. უყვართ მდიდრულად და ზღაპრულად მოწყობილი დიზაინი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

თეგები: სახლის რემონტი, სახლის რემონტი,