ყველას სურს ისეთ მიმზიდველ და კომფორტულ გარემოში ცხოვრება, რაც სიმშვიდისა და პოზიტივის განცდას მოუტანს, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობთ უმშვენიერესი ყვავილებით, დეკორატიული მცენარეები თ და სხვადასხვა დეკორის ელემენტების მეშვეობით საკუთარი სახლის ინტერიერის, ექსტერიერის დიზაინი ს, ეზოს დიზაინის თუ ბაღის დიზაინის გალამაზებას –ეს ადამიანის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ბედნიერად იგრძნობს თავს. საკუთარი ხელით ბაღებისა და ეზოების მოწყობას კი უფრო მეტი დადებითი მუხტი მოაქვს მისთვის.
იმ მიზნით, რომ მყუდრო და მიმზიდველი გარემო შექმნათ გარდა ულამაზესი მცენარეებისა, შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების გამოყენება, თუნდაც საყოფაცხოვრებო, რომელიც უკვე გამოუსადეგარია მოხმარებისთვის.
ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას – შეღებეთ, თქვენი ფანტაზიით გაალამაზეთ და ჰარმონიულად შეუხამეთ თქვენი სახლის ექსტერიერსა და მცენარეებს.
ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, რა თქმა უნდა, ავეჯი წარმოადგენს, შეეცადეთ რომ იყოს კომფორტული, გამძლე და ამავდროულად ელეგანტურიც.
თქვენთვის დახმარების გასაწევად, სტატიაში გთავაზობთ ბაღებისა და ეზოების მოწყობის 45 კრეატიულ იდეას, რომელიც შესაძლოა თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცეს.
შექმენით ზღაპრული გარემო საკუთარი ხელით – ეს ხომ ასეთი მარტივია!
1. მოწნული ავეჯით ბაღისა და ეზოს მოწყობა საკმაოდ პრაქტიკულია. ფორმა და სტილი ექსტერიერისა და ლანდშაფტის მიხედვით შეარჩიეთ
პატარა შადრევნები და აუზები უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს თქვენს მყუდრო გარემოს
უფრო მეტად პრაქტიკული და გამძლეა რკინისგან დამზადებული ავეჯი – ბალიშების ფერი და ტექსტურა შეუხამეთ ექსტერიერს
კომფორტული შეზლონგი ორისთვის – ნებისმიერი ინატრებდა!
ბუხარი ღია ცის ქვეშ – მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად
თანამედროვე დიზაინი მოყვარულთათვის
ბაღისა და ეზოს გალამაზება დეკორატიული ბუჩქებით – უდავოდ კარგი იდეაა!
ბაღში ფანჩატურის დადგმა არაჩვეულებრივი იდეაა – დასვენების დროს დაგიცავთ მზისგან და წვიმისგან!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში
თეგები: ეზოს დიზაინი, ეზოს დიზაინი, დეკორატიული მცენარეები, დეკორატიული მცენარეები, ექსტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, დეკორის ელემენტები, დეკორის ელემენტები, გარე ბუხარი, გარე ბუხარი,