ავეჯის მაღაზიებში ჟურნალის მაგიდების დიდი არჩევანია. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ქარხნულად შეიძლება დამზადდეს, თუმცა, არსბობს საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებასაც სახლში, საკუთარი ძალებითაც შეგიძლიათ. ჩვენ რამდენიმე თანამედროვე დიზაინის ჟურნალის მაგიდა ს მოვუყარეთ თავი, რომელიც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად პრაქტიკული ავეჯის შექმნაში დაგეხმარებათ:
რა დაგჭრდებათ:
- ლითონის კალათა მრგვალი ფსკერით;
- ბრტყელტუჩა;
- მრგვალი ხის ნაჭერი (ოდნავ უფრო ფართო, ვიდრე კალათის ფსკერია);
- კუთხსახეხი;
- აეროზოლური ლაქი;
- ლითონის კავები;
- ხრახნები;
- ბურღი.
- როგორ დავამზადოთ:
თუ კალათას სახელურები აქვს, მოხსენით ისინი ბრტყელტუჩას დახმარებით.
აიღეთ მრგვალი ფორმის ხის ნაჭერი და გახეხეთ ის.
შემდეგ გადაუსვით ლაქის თხელი ფენა ბზინვარებისთვის და გააშრეთ.
მოათავსეთ კალათის ძირი ხის ნაჭერზე.
წრის გაყოლებაზე, ერთმანეს თანაბარი მანძილით დააშორეთ კავები და მასზე ბურღით დაამაგრეთ ხრახნები.
დადგით მაგიდა დივნის გვერდით. მასზე საკმარისი ადგილი იქნება მცენარის და სანთლის დასადებად, რომ კომფორტული სივრცე მოიწყოთ ფინჯანი ყავის დასალევად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: ჟურნალის მაგიდა,