Back

პატარა საძინებლები – ოპტიმალური გადაწყვეტა ინტერიერის დიზაინში

ზოგი ადამიანისთვის ერთსაწოლიანი პატარა საძინებლები მხოლოდ ბავშვების ოთახშია დასაშვები. თუმცა, საწოლის ხარჯზე სივრცის დაზოგვა არც თუ ისე ცუდი იდეაა. საწოლის გამო, ხშირად, საძინებლისთვის საჭირო სხვა ავეჯზე უარს ვამბობთ, თუმცა მარტოხელა ადამიანისთვის შესაძლოა კარადის მოცულობის გაზრდა ან კომფორტული დივნის დადგმა უკეთესი ვარიანტი იყოს, ვიდრე ორსაწოლიან საწოლზე განთავსება. მით უმეტეს, ბევრ ადამიანს მხოლოდ საწოლის ერთ მხარეს სძინავს.

ამიტომ, გთავაზობთ ერთსაწოლიანი საძინებლების მოდელებს, რომლებმაც შესაძლოა, აქამდე არსებული  წარმოდგენა შეგიცვალოთ.

ერთსაწოლიანი საძინებლები

ერთსაწოლიანი საძინებელი შესაძლოა იმაზე ტევადი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, სწორი მოდელი შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა მას სათავსო.

საწოლი სათავსოთი

ერთსაწოლიანი საძინებლის მრავალი დიზაინი არსებობს. მათ შორის, საზურგით. ამის გამო, ის დღის განმავლობაში შეიძლება დივნის ფუნქციითაც გამოიყენოთ.

პატარა საძინებელი

რკინის საწოლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია.

რკინის საწოლი

თუმცა, არჩევანი ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ხის დაბალ საწოლზე, რომელიც ოთახში დიდ სივრცეს გამოგითავისუფლებთ.

პატარა საძინებლის დიზაინი

ისევე როგორც დიდი ზომის საწოლებში, ერთსაწოლიან საძინებელშიც აქტუალური ტყავის მისაყრდნობი.

თეგები: პატარა საძინებლები, როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებლები,