როგორი უნდა იყოს მოქმედებების თანმიმდევრობა აბაზანის დიზაინზე მუშაობისას? აბაზანის დაპროექტება თუ რემონტი? რას უნდა დაუთმოთ ყურადღება თავიდანვე – დიზაინს თუ სანტექნიკის არჩევას? ეს კითხვები ყველა ადამიანს აწუხებს, როცა აბაზანის გარემონტებაზე ფიქრობს.
ჩვენ ვეცდებით, თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ:
ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის შედგენაა. მნიშვნელოვანია, ნათლად გვქონდეს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს აბაზანა.
დიზაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მასზე იქნება დაფუძნებული სხვადასხვა ტექნიკურ გადაწყვეტილება.
სანტექნიკის არჩევა:
არსებობს რამდენიმე ვარიანტი – ჩამოსაკიდი, რომელიც ბევრად უფრო გავრცელებულია. ან მოდულები, რომლებიც დამონტაჟებულია კედელში. ასეთი სისტემა აბაზანას ყოველგვარი ბარიერებისგან დაცლის.
მასალების არჩევა:
აირჩიეთ წყალგამძლე, ხარისხიანი მასალები, რადგან აბაზანა წლების განმავლობაში უნდა გემსახუროთ. უხარისხო მასალები კი მალე გაფუჭდება და დამატებით მოიხარჯებით.
ხმის საიზოლაციო ხალიჩა:
საჭხაპიდან გამოსული ხმა, ტუალეტის ჩარეცხვის ხმა, ონკანში წყლის მოშვების ხმა – ეს ყველაფერი სააბაზანო ოთახს საკმაოდ ხმაურიან ადგილად აქცევს. ამიტომ, შეგიძლიათ მოიძიოთ ხმის საიზოლაციო ხალიჩა.