სახლის მოწყობისას მნიშვნელოვანია, რომ თავად გამოავლინოთ შემოქმედებითი მიდგომა, რადგან რაც უფრო ბევრ ნივთს შეარჩევთ საკუთარი გემოვნებით, მით უფრო კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ სახლის მოწყობის პროცესი. ხოლო თუ ავეჯი თავად თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ, ამით კიდევ ერთ ახალ უნარ-ჩვევას შეიძენთ და დროს საინტერესოდ გაატარებთ.
ეს არც თუ ისე ძნელია, თუ რამდენიმე მარტივ ინსტრუქციას მიჰყვებით საინტერესო ავეჯის შესაქმნელად:
აიღეთ სხვადასხვა ფერის ხის მორები და ისინი უბრალოდ თეთრად გადაღებეთ. ამით, საინტერესო დიზაინის მაგიდას მიიღებთ.
თუ მოძველებულ გამათბობელ ბატარეას მინას დაადებთ, ასეთი საინტერესო დიზაინის ჟურნალის მაგიდა გამოგივათ.
აიღეთ პალეტები და გადაღებეთ ის შავად. თუ უფრო პროფესიონალურად მიუდგებით საქმეს, შეგიძლიათ გორგოლაჭები დაუმაგროთ, რომ ის უპრო კომპაქტური გახდეს.
ხოლო რამდენიმე ყუთი თუ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მას ლაკი გადაუსვათ მეტი ბზინვარებისთვის, ერთმანეთს შეაწებოთ და მიიღებთ მაგიდას, რომელსაც სათავსოს ფუნქციაც ექნება ნივთების დასაწყობად.
ნურც ძველი კარების გადაგდებას იჩქარებთ.
ძველი გაზეთების გროვას ორ რიგათ თუ დადგამთ და ზემოდან მინას დაადებთ, ასევე ფუნქციური მაგიდა გამოვა.
თეგები: ავეჯი, ავეჯის დამზადება,