ინტერიერში კლასიკური სტილი მე-16, მე-17 საუკუნეებში გამოჩნდა. ის აერთიანებს სხვადასხვა ევროპული სტილის ელემენტებს (ამპირი, ბაროკო, როკოკო, ვერსალი და ა.შ). ასეთი სახის ინტერიერი ხასიათდება როგორც მოზომილი და შეეფერება როგორც კერძო სახლს და ბინას, ასევე ოფისს. სტატიაში ნახავთ: კლასიკური სტილი ინტერიერში – ის, რაც მოდიდან არ გადადის.
განსაკუთრებული მახასიათებლები:
დიზაინში მნიშვნელოვანია გეომეტრია და სიმეტრია – დაწყვილებული სავარძლები, სანათები მაღალ ფეხზე, ნახატები კედელზე.
როგორც წესი, მთლიანი კომპოზიცია აგებულია ცენტრალური ობიექტების, დივნის, მაგიდის ან ბუხრის ირგვლივ.
საკვანძო ელემენტები:
კომპოზიცია ეფუძნება მკაცრ, ეფექტურ ავეჯს, რომელიც დამზადებულია ნატურალური ხისგან, ტყავისგან ან დაფარულია ბუნებრივი ქსოვილით.
ინტერიერში დეკორატიული დეტალები ცოტაა. როგორც წესი, ესენია: ანტიკვარიატი, ნახატები მოოქროვილი ჩარჩოებით, ბროლის ჭაღები და ანტიკვარული სასანთლეები.
ფერები:
კლასიკური სტილის პალიტრაში დომინირებს კრემისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე და ყავისფერი პასტელური ტონები. მათ ავსებენ ოქროსფერით, მარგალიტისფერითა, ზეთისხილის ფერის დეტალებით.