Back

რა სარემონტო სამუშაოების შესრულებას შეძლებთ სახლში თავად?

რემონტი ყოველთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან ასოცირდება, რის გამოც ზოგჯერ, ავეჯსა და დეკორაციებზე გვიწევს თანხების დაზოგვა. იმისთვის, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდეს, გირჩევთ, როგორც შეასრულოთ სარემონტო სამუშაოები საკუთარი ძალებით.

სახლის დაპროექტება

ბინის დაპროექტება

იმისდა მიუხედავად, რომ ბინის სარემონტო ტექნიკური ნახატების შედგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ამოცანაა, თავად შეგიძლიათ ამასთან გამკლავებას, თუ სპეციალურ პროგრამებს გამოიყენებთ. ჩაწერეთ კომპიუტერში Remplanner Planner და შეძლებთ არა მხოლოდ ოთახების განლაგების დახაზვას, არამედ სრულფასოვანი დიზაინის პროექტის შექმნას.

შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში: Remplanner-ს აქვს დეტალური ინსტრუქციები, ასე რომ, დამწყებთათვისაც ადვილი იქნება განლაგების დახაზვა. მთავარია, ყველა დეტალი გათვალოთ.

გიფსოკარდონის კედლის აწყობა

ტიხრის გაკეთება

ამას არც ცემენტის მოზელვა და არც აგურების ერთმანეთზე დაწყობა არ სჭირდება. მთავარია, სწორად აღმართოთ კონსტრუქცია და ოთახის კონფიგურაციის შესაცვლელად მომზადებული გქონდეთ კარგად გათვლილი გეგემა.

პოდიუმის მოწყობა

საძინებლის დაგეგმარება

პოდიუმის მოწყობა საწოლისთვის არც თუ ისე რთული საქმეა.

მთავარია მასალა და მისი ინსტალაციისთვის საჭირო დეტალების ინტერნეტში მოძიება.

შედეგად, მიიღებთ სათავსოს, რომელიც ძალიან ბევრ ადგილს დაგიზოგავთ.

ხმის იზოლაციის დამონტაჟება

ხმის იზოლაცია

სტანდარტულ სახლებში სამი ტიპის ხმაური არსებობს:  ჰაეროვანი, დარტყმითი და სტრუქტურული. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად დაიცვათ თქვენი ბინა ყველა სახის ხმაურისგან, ჯერ უნდა გაანალიზოთ ბინაში ხმოვანი დაბინძურების დონე. როგორც წესი, საცხოვრებელი უნდა იყოს იზოლირებული როგორც კედლების ვიბრაციისგან, ასევე ჰაერის ხმაურისგან, რომელიც წარმოიქმნება სახლის შიგნით თუ ქუჩაში. მასალის დამაგრებას კი თქვენითაც შეძლებთ.

კედლების გაღებვა

კედლების ფერი

გსურთ მარტივად და სწრაფად განაახლოთ თქვენი ინტერიერი? საღებავი ყველაზე შესაფერისი ვარიანტია კედლებისა და ჭერის განახლებისთვის – ის ადვილად გამოსაყენებელი და მარტივი შენარჩუნებადია. გარდა ამისა, ეს ყველაზე საბიუჯეტურ მეთოდად ითვლება.

თუ თავად შეღებავთ კედლებს, მხოლოდ მასალების ღირებულება იქნება თქვენი ხარჯი.

თეგები: რემონტი