ტრანსფორმირებადი ავეჯი ოთახში სივრცის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით, კარადა შეგიძლიათ აქციოთ საწოლად, თარო კი მაგიდად. ეს საშუალებას გვაძლევს, ისეთი ავეჯი, რომელსაც დღე-ღამის მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთში ვიყენებთ, დანარჩენი დროის განმავლობაში არ ვაქციოთ წინაღობად, რომელიც ხელს შეგვიშლის თავისუფლად გადაადგილებაში. იქედან გამომდინარე, რომ საკმოად ბევრი ადამიანები საჭიროებენ სივრცის დაზოგვას, ავეჯის მწარმოებლები და დიზაინერები ავეჯის დიდ არჩევანს სთავაზობენ მომხმარებლებს. სტატიაში ნახავთ: ტრანსფორმირებადი ავეჯი – სივრცის დაზოგვის საშუალება
ტუმბო-საწოლი
დღის განმავლობაში არაფრით გამორჩეული ტუმბო, ღამით საკმაოდ კომფორტულ საწოლად იქცევა.
დივანი-საწოლი
ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი დივანი ხელის ერთი მოძრაობიათ შეგიძლიათ გარდაქმნათ ტევად, კომფორტულ საწოლად.
მაგიდა-საწოლი
ძნელი წარმოსადგენია, რომ კედელზე მიყუდებული მაგიდა საშუალებას იძლევა, არსაიდან საწოლი გაჩნდეს.
ეს დივანი კი ნამდვილი ტრანსფორმერია და ორსართულიან საწოლად გარდასახვა შეუძლია.
თეგები: