ხასხასა ფერები, მყვირალა განათება, სტენსილები და თანამედროვე ქანდაკებები – ამ ყველაფერს აერთიანებს ინტერიერის დიზაინის გამორჩეული მიმართულება, რომელიც ცნობილია, როგორც პოპ-არტი. ის ასახავს კონსუმერიზმის კულტურას და ნათელი შთაბეჭდილებების სურვილს.
პოპ-არტი კლასიკური სტანდარტების საპირწონედ შეიქმნა და ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ თანამედროვე სტილს წარმოადგენს.
მსგავსი დიზაინი საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე კომერციულ შენობებში.
ძირითადი თავისებურებები:
დიზაინში გამოყენებულია პოპ კულტურის სიმბოლოები, რაც სივრცეს გალერეის იერსახეს აძლევს.
შთამბეჭდავი დიზაინის მიუხედავად, ის არ საჭიროებს ძვირადღირებულ მასალებს – მასში არ შეიმჩნევა „ფუფუნების სიმძიმე“.
მთავარი ელემენტები:
კეთილშობილი ბუნებრივი ხის ნაცვლად გამოიყენება მინა, ლითონი და ქაღალდი.
სივრცე ზონირებულია ავეჯის გამოყენებით, ჩვეულებრივ რბილი, მრგვალი ფორმის. ასეთ ინტერიერს, როგორც წესი, ამშვენებს ანიმაციის ნათელი ფერები: ყვითელი, წითელი, ნოყიერი ლურჯი, მეწამული და ვარდისფერი.
ამგვარ ინტერიერში აუცილებლად გვხვდება თანამედროვე ხელოვნების ელემენტები, რომლებიც მფლობელის გემოვნებას უსვამს ხაზს. ესენია: ნახატები, პლაკატები, კომიქსები, ცნობილი ადამიანების პორტრეტები – ყველაფერი, რაც პოპკულტურის ნაწილია.
ასეთი სახცხოვრებელი შეეფერება აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანს, რომლისთვისაც უცხო არაა მკლუბების ილუმინაციური განათება, არტ-გალერეები და თანამედროვე ხელოვნება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
თეგები: