Back

რატომ იკარგება ინტერიერის ხიბლი, როცა სახლში ცხოვრებას ვიწყებთ?

შეგიმჩნევიათ, რომ სახლში, სადაც ადამიანები იწყებენ ცხოვრებას ინტერიერი ისე თვალისმომჭრელად აღარ გამოიყურება, როგორც ახლადგარემონტებულ სივრცეში იყო? თუ კარგად დააკვირდებით, ამის მიზეზი ადამიანთა ყოველდღიურობაა – ტაფები გაზზე, მაგიდაზე დატოვებული ჭიქა, საწოლზე დატოვებული ტანსაცმელი, გადაადგილებული სკამები… მართლაც, თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე რთულია, სახლიდან გასვლამდე ყოველთვის იდეალურად შევინარჩუნოთ სისუფთავე. სტატიაში ნახავთ: რატომ იკარგება ინტერიერის ხიბლი, როცა სახლში ცხოვრებას ვიწყებთ?

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, ინტერიერს დიდი ხნით შეუნარჩუნოთ პირველადი იერსახე:

როდესაც ზედაპირზე ბევრი საგანი გროვდება

ეს სიტუაცია ყველასთვის კარგად ნაცნობია. მის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ ნივთების რაოდენობა. ეცადეთ, ნივთები ჩაანაცვლოთ და არ დააგროვოთ, მაგრალითად, როდესაც ახალ ტაფას იყიდით, ძველი ტაფა, რომელიც მოძველდა და უკვე გამოსაყენებლად უვარგისია, გადააგდეთ.

ასევე, როდესაც ნივთს ამოიღებთ, ეცადეთ გამოყენებისთანავე უკან დააბრუნოთ, რადგან თუ ამის გაკეთებას გადადებთ, დიდი შანსია სახლი ისე დატოვოთ, რომ ნივთი ზედაპირზე დარჩეს.

ამასთან, თუ სახლში ბავშვია, იყიდეთ კალათა, რომელშიც ნივთებს საუცბათიოდ ჩაყრით, ხოლო სამზარეულოს წვრილმანი ნივთებისთვის ლამაზი ჩასადებები იყიდეთ, რომ მათი გამოყენება გეხალისებოდეთ.

ინტერიერი

ტექსტილის მოვლა

ნაჭრის ზედაპირების მოვლა რთული ამოცანაა – დივანზე შეიძლება სითხე დაიღვაროს, ან ზედაპირი საკვების ნარჩენებით დაბინძურდეს, ფარდებს კი ადვილად უკეთდება ნაკეცები, ძილის შემდეგ თეთრეულიც იკუჭება, სამზარეულოს სუფრა კი დღეში ერთხელ მაინც ლაქავდება.

ასეთი ტექსტილი კი ინტერიერს პირვამდელ სახეს უკარგავს.

ფარდების და თეთრეულის გამუდმებით მოხსნა, გარეცხვა და გაუთოება მოუხერხებელი და არაპრაქტიკულია.

თუმცა, არსებობს მარტივი გამოსავალი – ეს არის ორთქლის საწმენდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოაწესრიგოთ თქვენი ტექსტილი და შეუნარჩუნოთ მათ თავდაპირველი სახე.

ინტერიერის დიზაინი

დაამაგრეთ მაგნიტები მაცივარზე

დროთა განმავლობაში, სახლში ბევრი სამახსოვრო ნივთი გვიგროვდება. მათ შორის, მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირები, რომლებსაც მაცივარზე ვამაგრებთ.

სუვენირები ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ისინი რადიკალურად ცვლიან სამზარეულოს ინტერიერში აურას. ამიტომ, იყიდეთ სპეციალური დაფა, რომელზეც მაგნიტებს დაამაგრებთ.

ასე, სუვენირებისთვის ორიგინალურ კუთხეს შექმნით, რომელსაც ერთ კუთხეში მიუჩენთ ადგილს.

სამზარეულოს დიზაინი

საშრობი და საუთაო დაფები

არაფერი არ აუშნოებს ინტერიერს ისე, როგორც საშრობი და საუთაო დაფა, რომელიც მუდმივად გაშლილია.

ამიტომ, რემონტისას სათავსო კარადაში გათვალეთ სივრცე იმისთვის, რომ როგორც კი საშრობს და საუთაოს საჭიროებისამებრ მოიხმართ, შეინახოთ ის და ტანსაცმელიც დააბინაოთ.

საშრობი ოთახი

დერეფანში დაგროვებული ფეხსაცმელები

დერეფანში მიმობნეული ფეხსაცმელი პირველი შთაბეჭდილებაა, რასაც სტუმარი თქვენს სახლში ინახავს.

რაც კარგ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ დატოვებს თქვენს ბინაზე. ამიტომ, დიზაინში აუცილებლად გათვალეთ ადგილი ფეხსაცმლის სათავსოსთვის.

ფეხსაცმლის კარადა