Back

კიტჩი – ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებული სტილი

„იმდენად ცუდია, რომ კარგი ხდება“ – ამ უცნაური სიტყვათა კომბინაციით ახასიათებენ ხოლმე მიმდინარეობას დიზაინში – კიტჩს. ეს სახელი გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „ცუდი გემო“, ანაც, „ვულგარულობა“. მართლაც, ასეთი ინტერიერი თავისი ფერების, პრინტებისა და მასალების ერთობლიობის გამო ისეთ ქაოსს ქმნის, რომ შეიძლება უგემოვნოდაც შეფასდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიტს შანსი არ უნდა მივცეთ. ამ სტილში საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დიზაინის მიღება შეიძლება, თუ თითიოეულ დეტალს კარგად გათვლით. სტატიაში ნახავთ: კიტჩი – ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებული სტილი

კიტჩი - ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებული სტილი

თავისებურებები:

კიჩის სტილში გადაწყვეტილი ოთახი აერთიანებს კრეატიულობას.

ის გამოირჩევა ავეჯის მრავალფეროვნებით, საყოფაცხოვრებო ნივთების და დეკორის სიჭარბით. დიზაინერები ასეთ შემოქმედებით ქაოსს საგულდაგულოდ გეგმავენ და ის ჰარმონიაში მოჰყვათ.

ინტერიერის დიზაინი წითელ ფერებში

ირითადი მახასიათებლები:

კიტჩი სხვადასხვა დიზაინის, სტილის და ეპოქის ელემენტებს აერთიანებს. მასში, ძველი რბილი დივანი შეიძლება თანაარსებობდეს უჩვეულო ფორმის თანამედროვე სკამთან და პლასტმასის მაგიდასთან.

ფერადი ინტერიერი

კედლები შეიძლება დაფარული იყოს ნათელი ფონით, ანაც იყოს სადა.

დეკორად გამოიყენება მკვეთრი ნახატები და ვინტაჟური პლაკატები.

ბინის ინტერიერი

ეს დიზაინი ტექსტილის უამრავ ელემენტს შეიცავს – ესენია: ფარდები, საბნები, ბალიშები და ფარდაგები.

ამას ემატება ნათელი პრინტები და უამრავი სახის წვრილმანები: ფიგურები, ვაზები, ხელნაკეთობები და სათამაშოებიც კი.

თეგები: კიტჩი – ინტერიერის დიზაინის,