Back

როგორ ვაქციოთ მისაღები ოთახი მრავალფუნქციურ სივრცედ?

მისაღები ოთახი ბევრისთვის მოსასვენებელ სივრცესთან ასოცირდება, სადაც საღამოობით, ოჯახი ტელევიზორის საყურებლად იკრიბება, ანაც, სტუმრებს მასპინძლობს. თუმცა, ამ სივრცეს მეტი გასაქანი აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის სახლის ყველაზე დიდი ოთახია. შესაბამისად მისაღები ოთახის მოწყობა, მისაღების ავეჯი და მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინი უმნიშვნელოვანესია.

ჩვენ გირჩევთ, როგორ უნდა აქციოთ მისაღები ოთახი მულტიფუნქციურ სივრცედ:

თანამედროვე ინტერიერში ერთ-ერთი პოპულარული ტენდენციაა საერთო საცხოვრებელი ფართის ოპტიმალური განლაგება. ყველაზე ხშირად, ის აერთიანებს მისაღებს, სასადილო ოთახს და სამზარეულოს.

მისაღები ოთახის ფერები

ზოგჯერ, მას ბიბლიოთეკის ფუნქციასაც უთავსებენ. ისეც ხდება, რომ მას  მუსიკალური ოთახის ფუნქციას მატებენ.

მრავალფუნქციური სივრცის მოწყობისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ კუთხეს თავისი ხიბლი ჰქონდეს, მაგალითად, დივნის და ჟურნალის მაგიდის ზონა გააფორმოთ ბალიშებით და ბუნებრივი ყვავილებით.

მისაღები ოთახი

მართალია თქვენი გადასაწყვეტია, თუ რა დამატებით ფუნქციებს მიანიჭებთ მისაღებ ოთახს, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, მასში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილი დივნებისა და მაგიდისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები ვიზუალურად გამოვკვეთოთ.

ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ხალიჩების გამოყენება, მაგალითად, მოსასვენებელ ზონაში.

მისაღები ოთახის დიზაინი

მოსასვენებელი სივრცის სასადილო მაგიდიდან გამოსაყოფად, გამოიყენება დივანი, რომლის საზურგეც მაგიდისკენ იქნება მიბყრობილი, ასევე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ თაროები, დადგათ მაღალი კომოდი, ან ბარის მაგიდა სკამებით.

თითოეული ეს მეთოდი სივრცის ზონირებაში დაგეხმარებათ.

მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინი

თუ მისაღები ოთახი მინიმუმ სამ ფუნქციას ითავსებს:

არის მოსასვენებელი სივრცე ტელევიზორით, სტუმრების მისაღები სასადილო მაგიდა და ამასთან, ადგილი ეთმობა თქვენთვის ძვირფასი ჭურჭლის შესანახ კარადასაც, ის უკვე შეიძლება ჩაითვალოს მრავალფუქნციურად.

ხოლო მისი ფართი მეტ გასაქანს გაძლევთ, ეს ოთახი ასევე შეგიძლიათ დატვირთოთ როიალით ან წიგნების თაროებით.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

თეგები: