Back

როგორ განვათავსოთ სარკეები ინტერიერში სწორად – საიდუმლო წესები

თუ გსურთ, რომ თქვენი ბინა ვიზუალურად უფრო ფართე გამოჩნდეს, არსებობს ხრიკი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ. ზოგჯერ, დიდ ბინებშიც არასაკმარისი სივრცის შეგრძნებაა. ამის იდეალური გადაწყვეტა კი ინტერიერში სარკეების გამოყენებაა. ზტატიაში ნახავთ: როგორ განვათავსოთ სარკეები ინტერიერში სწორად – საიდუმლო წესები..

სარკის გამოყენების საიდუმლო ხერხები:

სარკეები დიზაინში

არ მოათავსოთ სარკეები ერთმანეთის საპირისპიროდ. ცრურწმენა არაფერ შუაშია. უბრალოდ, სივრცით ასეთი თამაში კარგი იდეა არ არის, რადგან შედეგად, თქვენ ვერ მიაღწევთ ოთახის გადიდების ეფექტს და სამაგიეროთ, საკუთარ ბინაში ნავიგაცია გაგიჭირდებათ.

რაც უფრო დიდია სარკე, მით უფრო ძლიერია ეფექტი:

თუ სარკე მთელ სივრცეს იკავებს, მაგალითად – ჭერიდან იატაკამდე, ეს ვიზუალური ტექნიკა მართლაც მნიშვნელოვნად გაზრდის სივრცეს.

სარკე ინტერიერში

სარკე უნდა დაკიდოს პროფესიონალმა:

ჩამოკიდებული ან წებოვანი სარკეების განთავსება მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ენდოთ. პირველ რიგში, ასე მინიმუმამდე დავა სარკის მრუდე დაკიდების რისკი და მეორეც – ასე უფრო იქნება დაცული უსაფრთხოების წესები.

გამოიყენეთ სპეციალური წებო:

სარკე ინტერიერში

სარკეებთან მუშაობისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური წებო. სხვა შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ სარკის ძირი დაამტვრიოთ, ანაც, ზედაპირი ლაქებით დაიფაროს.

დიდი ყურადღებით შეარჩიეთ სარკე:

ჩარჩოს გარეშე სარკის შეკვეთისას ყურადღება მიაქციეთ მის კიდეებს. აუცილებელია, რომ კიდეები უსაფრთხოდ იყოს დამუშავებული. ეს გაგათავისუფლებთ როგორც ჩარჩოს შერჩევის დროს წარმოქმნილი პრობლემებისგან, ისე, ჭრილობების მიღების საფრთხისგან.

მისაღები ოთახისთვის შეარჩიეთ ფართე სარკე

სარკის დიზაინი

გააფორმეთ პანელები სარკეებით

პანელებზე სარკეების ჩამოკიდებით, ოთახში სივრცის შეგრძნება გაიზრდება.

თანამედროვე სარკეები