ზოგჯერ ისე ხდება, რომ სახლის დიზაინზე ბევრს ვფიქრობთ, თუმცა გვავიწყდება მთავარი – რამდენად რაციონალურად ვანაწილებთ ნივთებს ოთახში და როგორი იქნება სივრცის აღქმა? მთავარია გახსოვდეთ, რომ ოთახის ზომები ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები მკაცრად არის დაწესებული, რადგან სივრცის ვიზუალური გაფართოება პატარა ოთახშიც შესაძლებალია. სტატიაში ნახავთ 5 ხრიკს ინტერიერის დიზაინში, რომელიც სივრცის ვიზუალურ გაფართოებაში დაგეხმარებათ
ის, რომ სარკეები ოთახს ვიზუალურად ზრდის, ყველასთვის კარგად ნაცნობი მეთოდია. ჩვენ კიდევ რამდენიმე ხრიკს გაგაცნობთ, რომლებიც ამ პრობლემის ჭკვიანურად გადაჭრაში დაგეხმარებათ:
აირჩიეთ ამრეკლავი ზედაპირები
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ფრანგული ჭერი, სარკეები, ან თუნდაც ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამრეკლავი ზედაპირით.
გამოიყენეთ მრავალდონიანი ჭერი
მრავალდონიანი ჭერის სტრუქტურებს შეუძლიათ შექმნან საკმაოდ მოულოდნელი ეფექტები. თქვენ შეგიძლიათ მასში განათება დამალოთ და ის ასევე გამოიყენოთ მაღალი ჭერის ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად.
გააკეთეთ მონოქრომატული ინტერიერი
შეეცადეთ, ყველა მასალა, ავეჯი და დეკორი ერთი და იმავე ფერის სქემით აირჩიოთ.
სკანდინავიელების საყვარელი ტექნიკაა თეთრი კარადები თეთრ კედლებთან. მათ იციან, რომ ამ გზით ავეჯი კედელს ერწყმის და თითქმის უხილავი ხდება.
ფარდები, ავეჯი და კედლები იმავე ტონში გამოიყურება ყველაზე ხელსაყრელად.
მოერიდეთ ჭერზე დამაგრებულ განათებებს
თუ განათებებს კედლებზე დაამონტაჟებთ, ნათურებით და რეგულირებადი განათების დონის სანათებით მაღალი ჭერის განცდას შექმნით.
უპირატესობა მიანიჭეთ მაღალ ავეჯს.
აირჩიეთ მხოლოდ მაღალი და ვიწრო ავეჯი.
ამ გზით თქვენ არა მხოლოდ შექმნით მაღალი ოთახის ილუზიას, არამედ შეძლებთ ადგილი გამოუნახოთ ყველა საჭირო ნივთს.
არ დაფაროთ ფანჯრები
ფანჯრის შუამდე ან რაფის ქვემოთ ჩამოსული ფანჯრები ვიზუალურად შეამცირებს ოთახს და ჭერის სიმაღლეს.
თუ ბინაში მაღალი ფანჯრებია, უმჯობესია ისინი ფარდების გარეშე დატოვოთ, ხოლო თუ ფანჯრების წინ სხვა სახლია არ მოგწონთ, რომ სხვები დაგინახავენ, აირჩიეთ ფარდა, რომელიც ჭერიდან იატაკამდე დაეშვება.