Back

მომავლის სამზარეულო – ნივთები რომლის გარეშეც თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია

თანამედროვე სამზარეულო დიასახლისებს უფრო მეტ კომფორტს და გამარტივებულ სამუშაოს სთავაზობს. ამასთან, კლასიკური სამზარეულოს დიზაინისგან განსხვავდება და ოთახში მომავლის იდეები შემოაქვს. წლების შემდეგ, სწორედ ასეთი სამზარეულოები იქნება ყველა ოჯახში.

სამზარეულო

ჩვენ წარმოგიდგენთ 6 ნივთს, რომლის გარეშეც, მალე ცხოვრებას ვერ წარმოიდგნეთ:

ღუმელი, რომელიც თავისით აცხობს დღეს, პიცის მომზადება უკვე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით არის შესაძლებელი.

შესაფერისი ღუმელების ფასი 900 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე აღწევს.

თანამედროვე სამზარეულო

თუმცა, ზოგისთვის, დაზოგილი დრო უფრო მეტად ფასობს. მსგავს ღუმელში არამარტო ცომეული მზადდება, არამედ ოქროსფრად შეფერილი ხორცისა და თევზის შეწვასაც შეძლებთ.

ღუმელი, რომელიც თავისით იწმინდება გემრიელი საკვების მარტო მომზადება ყველაფერი არაა.

არსებობს ღუმელი, რომელიც წვის შემდეგ არსებულ ცხიმს თავად იშორებსდა თქვენ მისი წმენდა აღარ დაგჭირდებათ.

ნიჟარა

ამის გაკეთება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ – თანამედროვე ღუმელებს პიროლიზური გაწმენდის უნარი აქვთ, რაც ნებისმიერი მზარეულისთვის საძულველ საქმეს, ხეხვა-წმენდას თავიდან აგაშორებთ.

ნიჟარა, რომელიც ნაგავს „ისრუტავს“ მაღალტექნოლოგიურ სამზარეულოს იმაზე ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

გსურთ წარსულს ჩააბაროთ ნაგვის ურნები? ნიჟარის ქვეშ დამონტაჟებული ნარჩენების გამანადგურებელი დაგეხმარებათ დაივიწყოთ ნაგვის უსიამოვნო სუნი.

ამისთვის საჭიროა, ბანანის და კარტოფილის ქერქი და ნარჩენები თეფშებიდან პირდაპირ სანიაღვრეში სისტემაში ჩაყარეთ. უზარმაზარი დანები მათ მტვერად აქცევს და კანალიზაციაში გადაიტანს.

მაგიდა, რომელიც თავად შეკეთდება ნანომასალები სჭირდებათ არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ დიასახლისებსაც, რომლებიც დაიღალნენ მაგიდაზე ნაკაწრებითა და წვეთებით.

წარმოიდგინეთ სამზარეულოს ზედაპირი, რომელიც თავისუფალია თითის ანაბეჭდებისა და დაღვრილი წყლისგან – ისინი უბრალოდ ორთქლდება და აღარ საჭიროებს გაწმენდას!

ამასთან, მასალას შეუძლია გაუძლოს 200 გრადუსამდე ტემბერატურას, რაც გამორიცხავს ცხელი ტაბისა თუ ქვაბისგან დარჩენილ ბუჭტუკებს და დაზიანებებს.

სამზარეულოს აქსესუარები

რაც მთავარია, მაგიდის ზედაპირს გააჩნია თვითრეგენერაციის უნარი – ზედაპირზე არსებული მცირე ნაკაწრი მთლიანად „შეხორცდება“, თუ მასზე ნესტიან ქსოვილს გადააფარებთ და ცხელ უთოს გადაუსვამთ.

თუმცა, მოემზადეთ დიდი ხარჯებისთვის – ინოვაციური მაგიდა 3-4-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი.

კოვზი, რომელიც გიჩვენებთ პროდუქცების წონას საზომი კოვზები არავის აკვირვებს, თუმცა, მათ 1-2 გრამიანი ცდომილება ახასიათებთ.

თუ გსურთ რეცეპტს ზუსტად მიყვეთ, საზომ კოვზს ელექტრონული დისპლეი უნდა ჰქონდეს.

ის ზუსტ შედეგს აჩვენებს და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ დაამარილებთ საკვებს ან ზედმეტ პილპილს არ უზამთ მას.