ერთ ოთახიანი ბინის გაფართოება ნებისმიერი ინტერიერის დიზაინერისთვის რთული ამოცანაა. ამისთვის, დიზაინერმა ბინა გადატიხრა და ორი ოთახი მიიღო, რითაც მაქსიმალურად აითვისა 34 კვ.მ ფართობის ბინის სივრცე და შექმნა კომფორტული გარემო.1 ოთახიანი ბინა მისაღები ოთახით და ორი საძინებლით.
მისაღები სივრცე
კომპლექსური განლაგების სახლში კედლებს თითქმის არ აქვს სწორი კუთხე. დამკვეთის მოთხოვნა იყო ცალკე საძინებელი, სამზარეულო სივრცე და აბაზანა. დიზაინერმა ტიხრების გამოყენება გადაწყვიტა და საძინებელი, დერეფნებისა და სამზარეულოსგან გამიჯნა.
1 ოთახიანი ბინა – თუმცა ბინაში ადგილი დარჩა მცირე გარდებორისთვისაც
სასადილო კუთხე
სააბაზანო
აბაზანის გაფორმებაში საინტერესო დეტალია სარკეები. დიზაინერმა გადაწყვიტა, სარკე არამხოლოდ პირსაბანის ზევით, არამედ, მთლიან ჭერზე გაეკრა, რამაც პატარა ოთახში სივრცის შეგრძნება შექმნა.
ავეჯი და სათავსოები, ერთ ოთახიანი ბინის დიზაინი
გარე ტანსაცმლის შესანახად, დერეფანში გასახდელი ოთახი მოეყო, ხოლო წვრილმანი ნივთებისთვის, კარზე დაიკიდა კონსოლი.
საძინებელ ოთახში საწოლიც დაეტია, კარადაც და მაგიდაც
სამზარეულოსთვის კი შავი ფერი შეირჩა
და ბოლოს, საინტერესო გადაწყვეტაა ფანჯარასთან პატარა „ბარის“ მოწყობა