ვანგა ცნობილი ნათელმხილველი იყო და არა მხოლოდ მომავლის წინასწარმეტყველებას ახერხებდა, არამედ ადამიანებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებდა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ ისე, რომ კეთილდღეობა და იღბალი მოეზიდათ.
ვანგა აღნიშნავდა, რომ კონკრეტულ ნივთებს შეუძლიათ, ადამიანის სახლი, გარემო ნეგატიური გავლენისაგან დაიცვას და ბედნიერად ცხოვრების საშუალება მისცეს.
ნიორი და თაფლი
აღნიშნული პროდუქტები გაციებისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის ხშირად გამოიყენება და ხალხური მედიცინა მათ სასარგებლო თვისებებზე უკვე დიდი ხანია, საუბრობს. თუმცა, ნათელმხილველი ამბობს, რომ ნიორსა და თაფლს შეუძლია, ოჯახში არსებული ნეგატიური ემოცია და გავლენა გაანეიტრალოს. ამისათვის
კი ნივრის ასხმა წინა კარის ზემოთ, ჭერის ქვეშ ან ზედა კუთხეში უნდა ჩამოკიდოთო. როგორც ვანგა ამბობდა, ეს ხერხი ადამიანს ავი თვალისგან იცავს და აურას წმენდს.
ფულის მოსაზიდად და ფინანსური კეთილდღეობისთვის კი ვანგა ადამიანებს ერთ ხერხს ასწავლიდა. ის თვლიდა, რომ ყველა ოჯახში, წელიწადის ნებისმიერ დროს თაფლი უნდა იყოს. მისი თქმით, ეს ფინანსურ სარგებელსა და იღბალს იწვევს.
ნალი და ქარვა
შესაძლოა, ეს კომბინაცია უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვანგას სჯეროდა, რომ თუკი სახლში აღნიშნული ნივთები იქნება, დადებითი ენერგიისა და იღბლის მოზიდვას შეძლებთ. მისი თქმით, ცხენის ენერგია თქვენს ოჯახში სიხალისესა და სიცხადეს შემოიტანს, ქარვის ყვითელი-ნარინჯისფერი ტონი კი კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
ზანზალაკები და ქინძისთავები
ვანგა თვლიდა, რომ ეს ნივთები შესასვლელ კართან რაც შეიძლება ახლოს უნდა განათავსოთ, თუ გსურთ, რომ გარემო ბოროტი და ავი თვალისაგან დაიცვათ და კეთილდღეობა გქონდეთ. მაგრამ, აუცილებელი პირობაა, თუ მათ ჟანგს შეამჩნევთ, მაშინვე უნდა გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპირისპირო შედეგს მიიღებთ. ისინი დადებით ენერგიებს მთლიანად შთანთქავენ.
სრულად ნახვა: shin.ge