კომპაქტური და კომფორტული – ასე შეიძლება დახასიათდეს 26 კვ.მეტრის ფართობის სახლი, რომელიც სამ ოთახს ერთ სივრცეში აერთიანებს! თუ ეს თქვენთვის დაუჯერებლად ჟღერს, ნახეთ, როგორი გამოსავალი იპოვა ინტერიერის დიზაინერმა, რომელსაც ძალიან პატარა ოთახში უნდა დაეტია თითქმის ყველაფერი: საძინებელი, სამზარეულო და მისაღები. პატარა სახლის დიზაინი არც ისე მარტივი დასაგეგმია.
თუ ინტერიერის დიზაინი გინდათ დაგვირეკეთ: 598870589. ჩვენი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: პროექტები.
ამ დიზაინში მთავარი დატვირთვა ზონირებას ენიჭება. როგორც ხედავრთ, ოთახი სამ ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულს თავისი დანიშულება აქვს.
პირველი ნაწილი საძინებელს ეთმობა. საწოლი შეკვეთით არის დამზადებული, რომ მაქსიმალურად უპასუხოს ბინის შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, ჭერში კარნიზია ჩაშენებული, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ფარდით დაფაროთ საძინებელი სივრცე.
ბინაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სამზარეულოს ზონაზე, შეკვეთით დამზადდა ლითონის თარო, რომელიც ვიზუალურ ზონირებას ემსახურება.
თუმცა, სახლის მფლობელს არაერთ დათმობაზეც მოუხდა წასვლა – მაგალითად, სამზარეულოში ვერ ნახავთ გამწოვს და ჭურჭლის სარეცხ მანქანას.
მესამე ზონა კი მისაღები ოთახია დივნით, ტელევიზორით და მაგიდა-სკამებით.
მაგიდა იმ ზომის არის, რომ თავისუფლად გამოიყენებთ როგორც სასადილოთ, ისე სამუშაო ან სამეცადინო კუთხედ.
რა თქმა უნდა, ცალკე ოთახი ეთმობა აბაზანას. პატარა სახლის დიზაინი..