ალბათ თითქმის ბევრ ჩვენგან სასიამოვნოდ გვახსენდება ბავშვობის დროინდელი ფერადი ხალიჩები ლამაზი ფერებით. იმ დროისათვის მსგავსი ძველებური ხალიჩები, რომელიც ბევრ ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრიდა და ზოგიერთს მისი ცქერით დაძინებაც კი უმარტივდებოდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას შეხვდებოთი თითქმის ყველა ოჯახში და სიმდიდრის ნიშნადაც კი ითვლებოდა. ეს ხალიჩები წარმოადგენდა სახლების უმრავლესობის ინტერიერის დიზაინის და დეკორის ძირითად ელემენტს. აქტიურად გამოიყენებოდა როგორც მისაღები ოთახის დიზაინში, ასევე საძინებელი ოთახების დიზაინის მოწყობისას.
დღეისათვის, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში მსგავს ხალიჩებს ნაკლებად შეხვდებით.
დღეისათვის მსგავსი ხალიჩები ძველმოდურად გვეჩვენება და გარკვეულწილად საბჭოთა წარსულის გამოძახილია.
თუმცა ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი და ბოლო დროს, ზოგიერთი ინტერიერის დიზაინერი, თანამედროვე სახლების დაპროექტებისას აქტიურად იყენებს ანტიკური სტილის ხალიჩებს.
ამ ფერად და გამაოგნებელ ხალიჩებს, გარკვეული, თავისებური ცვლილებები შეაქვს თანამედროვე მოდურ ინტერიერში.
იმ შემთხვევაში თუ ძველი ხალიჩები სადმე საკუჭნაოში ან სხვენში გაქვთ საიმედოდ გადანახული, შესაძლოა ამ სტატიაში ნაჩვენებმა ფოტოებმა აზრი შეგიცვალოთ. ახლა შემოგთავაზევთ მსგავსი ხალიჩების გამოყენების რამდენიმე კარგ იდეას:
რატომ უნდა დავაბრუნოთ დიზაინში ძველებური ხალიჩები:
ძველებურ ხალიჩებს აქვს საკმაოდ კარგი ხმის იზოლაცია. რა თქმა უნდა სრულად ვერ დაახშობს ხმას, თუმცა თუ კედლის მიღმიდან ხმაური გაწუხებთ, მას საკმაოდ შეამცირებს.
ხალიჩების გამოყენება თბოიზოლაციისთვის. იმ შემთხვევაში თუ სახლში გაქვთ თბოიზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ხალიჩები ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
თუნდაც იმით, რომ ცივ იატაკზე სიარულს, რბილ ზედაპირზე სიარული სჯობს.
ხალიჩა შეგიძლიათ გამოიყენოთ კედელზე არსებული დეფექტის დასაფარად. ხშირად ეს უფრო მარტივი და ნაკლებად ხარჯიანი გზაა, ვიდრე კედლის გასწორება.
ამის გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელი მათთვის, ვინც ბინას ქირაობს.
ხშირად საწოლის კედელთან ახლო მდებარეობა, აზიანებს თქვენს კედელს. ხალიჩის გამოყენებით შეგიძლიათ კედლის დაცვა დაზიანებისგან.
ალბათ ყველა დაგვეთანხმებით, რომ ზამთარში ცივ კედელთან შეხება საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. ხალიჩით შეგიძლიათ ამის მარტივად მოგვარება.
ზოგადად, ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ტენდენციები ცხადჰყოფს, რომ ნებისმიერი ტიპის სტანდარტი თუ შეზღუდვა უკვე წარსულ ჩაბარდა და ამ მხრივ დიზაინერები ბევრად თავისუფლად მოქმედებენ.
ამიტომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ დააბრუნოთ კედლის ხალიჩები თავიანთ ადგილზე. ეს მოსახერხებელი და პრაქტიკულია!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
თეგები: misagebi otaxis dizaini, misagebi otaxis dizaini, interieris dizaini, interieris dizaini, ezos dizaini, ezos dizaini, xalichebi, xalichebi