Back

რამდენად მნიშვნელოვანია ბინის მოსაწყობად დიზაინერის აყვანა?

ელიტური დიზაინერების მომსახურება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, საინტერესოა, რეალურად რა განსხვავებაა ასეთ ძვირადღირებულ დიზაინსა და ჩვეულებრივ, უბრალო რემონტს შორის. ჩვენ ამ სტატიაში სწორედ იმის გარკვევაში დაგეხმარებით რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინერი:

ინდივიდუალური მიდგომა

ბინის ინტერიერი

დიზაინერი თქვენი სახლის რემონტს ინდივიდუალურად მიუდგება და არა შაბლონების მიხედვით. ის გაითვალისწინებს თქვენს სურვილებს და საჭიროებებს და გამორჩეული, უნიკალური სტილის შექმნას შეეცდება.

ხარისხი

ბინის დიზაინი

რა თქმა უნდა, როდესაც დიზაინერის მომსახურებაში დიდ თანხას ხარჯავთ, ფული არც მასალებზე არ უნდა დაზოგოთ. ხარისხი სწორედ ის მახასიათებელია, რაც დიზაინერის მიერ მოწყობილ ინტერიერშია თვალშისაცემი.

ბინის ინტერიერის დიზაინი

მოწინავე ტექნოლოგიისა და გააზრებული სტილის გამოყენებასთან ერთად, პროფესიონალი დიზაინერი ძვირადღირებული დიზაინის პროექტის შემუშავებისას არ მიმართავს შაბლონებს.

თითოეული ობიექტის კონცეფციის შემუშავება იწყება „ნულიდან”, კონკრეტული მომხმარებლის გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით.

თვალშისაცემია, რომ ქალაქის ან აგარაკების ელიტარულ აპარტამენტებს და სახლებს ყოველთვის აქვთ საკუთარი ხასიათი.

სამზარეულოს ინტერიერის დიზაინი

ასეთი რემონტი, ნაკლებად დამქანცველია სახლის მფლობელისთვის

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ გიწევთ ყველა დეტალზე ფიქრი და ავეჯისა თუ სანტექნიკის მაღაზიებში სიარული.

არ გიწევთ უშუალო კომუნიკაცია ხელოსნებთან, რომლებიც ხშირად, აჭარბებენ დედლაინს.

ვისაც რემონტის ეს ეტაპები გამოუვლია, ყველა სიბრალულით აყოლებს თვალს მეზობელს, რომელიც ახლა იწყებს რემონტს.

ხოლო დიზაინერის მომსახურებაში ფულის დაზოგვა იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს თავიდან აიცილებთ.