სამზარეულოს დიზაინის ტენდენციები მუდმივად მზარდია და შეგვიძლია ვიხილოთ წარსულისა და მომავლის ფანტასტიური სინთეზი. უხეში სტილი ერევა თანამედროვეს და ა. შ. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ მარადიულ ტენდენციებზე, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თეთრი და ხის სამზარეულო. ფიქრობთ რომ მოსაწყენია? თუმცა, ჩვენ კი გეტყვით რომ ეს საოცრად ტრენდულია! ასე რომ, წარმოგიდგენთ წარმოუდგენლად მოდურ და ამავდროულად პრაქტიკული დიზაინის ნიმუშებს რეტრო და ფუტურისტული ელემენტების ნაზავით, რის შედეგადაც ვიღებთ ლამაზად გაფორმებულ სივრცეს, ულამაზესი სამზარეულოს ავეჯით. სანამ თანამედროვე სამზარეულოს ტენდენციებს გაეცნობით, გადადგით ნაბიჯი უკან და საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ მოგეწონებათ ის ერთი-ორი წლის შემდეგ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.
ამასთან, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ის ფერები რომელსაც აირჩევთ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე.
იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ გქონდეთ თეთრი ოთახი ხის აქცენტებით, მაშინ სწორ ადგილას მოხვედით – ნება მოგვეცით მეგზურობა გაგიწიოთ საუკეთესო სახლის დეკორის ტენდენციებში!
სამზარეულოს მცენარეებით გაფორმება
უკვე გაქვთ თეთრი ფერის და ხის დიზაინის სამზარეულო, მაგრამ ფიქრობთ რომ მოსაყენად გამოიყურება? არ არის საჭირო მისი რადიკალურად შეცვლა! სჯობს დაუმატოთ რამდენიმე მცენარე ან დეკორატიული ელემენტი.
წინსაფარი ხით გაფორმებული თეთრი ფერის სამზარეულოსთვის
ვფიქრობთ, ზოგიერთებს არ მოსწონთ სამზარეულოში თეთრი კედლების არსებობა, სადაც საჭმლის მზადების პროცესში შეიძლება რამე მიესხუროს და ადვილად გაჭუჭყიანდეს. ამის გამო ნუ იღელვებთ! გიფიქრიათ სამზარეულოს წინსაფარზე? თუ თავს არიდებს მონოქრომულობას – ამ გზით შეგიძლიათ ცოტაოდენი ფერები დაუმატოთ თქვენს სამზარეულოს.
ფერების შერევა
მხოლოდ ორი ფერის არსებობა ოთახში შესაძლოა მიმზიდველად არ მოგეჩვენოთ. მოგეხსენებათ, ხე მხოლოდ ყავისფერი არ არის – სხვადასხვა ფერისაა, ასე რომ შეღებეთ კარადები ლურჯად და შეარჩიეთ შესაფერისი სამზარეულოს წინსაფარი. შედეგად მიიღებთ პრაქტიკულ, ფუნქციონალურ, სასიამოვნო და მშვენიერ სივრცეს!
სამზარეულოს კუნძული
რა არის სამზარეულო დიდი დახლის გარეშე? თეთრი, მონოქრომული დიზაინი შესაძლოა მოსაწყენი იყოს.
ხის დამატება კი იდეალური კომბინაციაა. თუმცა, მარმარილოს გამოყენება კუნძულის ზედაპირისთვის უფრო სრულყოფილს გახდის მას.
რა თქმა უნდა, მარმარილო, კვარცი და გრანიტი მიიჩნევა ყველაზე გამძლე მასალად, თუმცა, საკმაოდ ძვირია.
თუ სამზარეულოს განახლება დიდი დანახარჯის გარეშე გსურთ, ზედაპირისთვის გირჩევთ ლამინირებულ დსპ-ს, რომელიც შეიძლება იყოს ხის, მარმარილოს ან ნებისმიერი მასალის იმიტაცია, რომელსაც მოისურვებთ, რაც უფრო ეკონომიურია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: თანამედროვე სამზარეულო, თანამედროვე სამზარეულო, სამზარეულო იაფად, სამზარეულო იაფად, პრაქტიკული დიზაინი, პრაქტიკული დიზაინი, სამზარეულოს ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი,