Back

რა მიზეზით არ უნდა გაასწოროთ საწოლი გაღვიძებისთანავე – ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ზოგადად გავრცელებული შეხედულების მიხედვით, დილით, საძინებელ ოთახში საწოლის გასწორება კარგი დღის დასაწყებად აუცილებელია, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ზოგჯერ ეს ერთი შეხედვით ჯანსაღი ჩვევა სულაც არაა კარგი. ზოგადად არეული სახლი ნამდვილად არ არის სასიამოვნო და ჩვენს გუნებაგანწყობილებაზეც ცუდად მოქმედებს, თუმცა საწოლის გასწორებასაც აქვს თავისი უარყოფითი გავლენა. სტატიაში გაგიზიარებთ, რატომ და როგორ შეიძლება უწყინარმა დილის რუტინამ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენს ბალიშზე დაუპატიჟებელი სტუმრები არიან.

sadzineblis dizaini

კვლევის თანახმად, გარდა იმისა, რომ დილით საწოლის დალაგების პროცესი გამშვიდებთ, ამით საწოლზე არსებული უხილავი ტკიპებისთვის საკმაოდ კომფორტულ გარემოსაც ქმნით. მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია და შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენს საწოლზე სისუფთავეა, სინამდვილეში კი ასე არ არის.

ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია გთავაზობთ კერძო სახლების მშენებლობას, როგორ შავი კარკასი ისე თეთრი კარკასი: სახლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კერძო სახლის პროექტები

მტვრის ტკიპები თქვენს თეთრეულზე მოისაქმებენ.

misagebi otaxis dizaini

თქვენი კანის მკვდარი უჯრედების მირთმევის შემდეგ, ტკიპები თავიანთ “ხელმოწერას” თეთრეულზე ტოვებენ. დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი იმ ადგილას მოისაქმებენ, სადაც დამღლელი დღის შემდეგ მყუდროდ დაძინებას აპირებთ. ეს ორგანიზმები ადამიანში ზოგიერთ შემთხვევაში არაერთ ალერგიულ რეაქციას იწვევენ, როგორიცაა თვალების ანთება, ცემინება და ასთმაც კი.

ის მაშინაც კი მავნეა, თუ მკვდარია.

sawolis dizaini

როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე, ტკიპებსაც აქვთ სიცოცხლის ციკლი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მკვდარია, ძილისას შეიძლება მისი “გვამის” ნარჩენები შეისუნთქოთ.

მეცნიერების მტკიცებით, ეს სახიფათოა ალერგიული ადამიანებისთვის და ჯოგჯერ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

საწოლის ტკიპები მზის სინათლეს ვერ ეგუებიან

misagebi otaxis dizaini

თუ საწოლს მაშინვე არ გაასწორებთ და ტკიპებს მზის სინათლე და სუფთა ჰაერი მოხვდებათ, ისინი ბუნებრივად დაიღუპებიან.

სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, თეთრეულს “სუნთქვის” საშუალება მისცეთ რამდენიმე საათით, სანამ მას თბილ საბანს გადააფარებთ.

მათთან “ბრძოლისას” არ გამოიყენოთ ბაღლინჯოების საწინააღმდეგო სპრეი.

სახლის შიდა ინტერიერი

დერმატოლოგები არ გირჩევენ ბაღლინჯოების საწინააღმდეგო სპრეის გამოყენებას, თუ ამ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ომის წამოწყება არ გსურთ. უმჯობესია, საწოლი ვაკუუმ-საწმენდით გაასუფთავოთ.

რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელია ყველა ტკიპის მოშორება, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირება ალერგიების რისკს მაინც შეგიმცირებთ.

მეცნიერები გირჩევენ, საწოლი არა დილით, არამედ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა დაალაგოთ. ამ დროისთვის კი პარაზიტების უმრავლესობა დაიღუპება.

თეგები: რემონტი, რემონტი, ავეჯი, ავეჯი, მისაღები ოთახის დიზაინი, მისაღები ოთახის დიზაინი