Back

როგორ განვაახლოთ სკამი ჩვეულებრივი პოსტერის გამოყენებით?

სახლში დეკორაციების ან ნივთების გაკეთება მოწყენილობის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა. ეს დაგეხმარებათ, შექმნათ სამახსოვრო ნივთი, რომელსაც თქვენს საყვარელ კუთხეში მიუჩენთ ადგილს და მას ყოველთვის გამორჩეული ფასეულობა ექნება. სტატიაში ნახავთ: როგორ განვაახლოთ სკამი ჩვეულებრივი პოსტერის გამოყენებით?

თუ ჩვენს რჩევებს მიჰყვებით, სახლში საკუთარი ძალებით შეძლებთ საინტერესო დიზაინის სკამის დამზადებას.

სკამის მომზადება:

სკამის დეკორატიულად გადაკეთება დამოკიდებულია თავად სკამის მდგომარეობაზე.

თუ ძველი ნივთის გარდაქმნა გსურთ, საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ მის ზედაპირთან – მას უნდა მოაცილოთ საღებავი, გაასუფთაოთ ზედაპირი და გაწმინდოთ ალკოჰოლის შემცველი ხსნარით.

რეკომენდირებულია გამოიყენოთ თეთრი საღებავი, რომლითაც სკამის ზედაპირს გადაღებავთ.

ხოლო თუ თქვენ მაღაზიიდან ახლახან შეძენილ სკამზე მუშაობთ, რომელსაც გლუვი, დაუზიანებელი ზედაპირი აქვს, შეგიძლიათ მხოლოდ ხსნარით დაამუშაოთ.

დეკუპაჟი

აირჩიეთ ქაღალდზე დაბეჭდილი ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც მოგწონთ და რომელიც ჰარმონიულად მოერგება თქვენი ოთახის ინტერიერს. ეს შეიძლება იყოს ჟურნალიდან ამოჭრილი კადრი, ფოტოები ან ორიგინალური პლაკატი, როგორც ჩვენს შემთხვევაში.

თუ სურათის ზომა აღემატება მოსაპირკეთებელი ზედაპირის ფართობს, აუცილებელია მისგან შესაბამისი ფორმის ფრაგმენტის ამოჭრა რაც შეიძლება ზუსტად.

შემდეგ წაისვით დეკუპაჟის წებო სკამის ზედაპირზე ღრუბლის ან ფუნჯის გამოყენებით. თუ არ გაქვთ სპეციალური წებო, გამოიყენეთ ჩვეულებრივი პოლივინილის სპირტი.

შემდეგ მომზადებული ქაღალდის ფრაგმენტი წყალში დაასველეთ. ოღონდ მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ქაღალდი ხელში არ დაიშალოს.

ფრთხილად მოათავსეთ ფრაგმენტი წებოვან ბაზაზე. გამოიყენეთ როლერი, რომ არ დარჩეს ქაღალდის ქვეშ დარჩენილი ჰაერის ბუშტები.

თქვენი ნამუშევარი მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაშრება.

ამის შემდეგ, მას აკრილის ლაქი უნდა გადაუსვათ. რეკომენდებულია მინიმუმ 4 ფენის წასმა, თითოეულ ფენას შორის ერთი საათის შესვენებით.

ბოლო ფენის გაშრობის შემდეგ, თქვენ ექსკლუზიური ხელნაკეთი დიზაინერის აქსესუარის მფლობელი გახდებით.