Back

მისაღები ოთახი და საძინებელი ოთახი ერთ სივრცეში – როგორ გავანაწილოთ სივრცე სწორად

პატარა ბინაში ცხოვრება ბევრ სირთულესთან ასოცირდება. მათ შორის ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად გვიწევს ორ მნიშვნელოვანს შორის არჩევანის გაკეთება. თუმცა, ეს ყოველთვის საჭირო არ იქნება, თუ საკითხს უფრო კრეატიულად მიუდგებით. ამის ნათელი მაგალიათია საძინებელი + მისაღები ოთახი. თუ საკმარისი ფართი არ გაქვთ იმისთვის, რომ ცალკე ოთახი მოაწყოთ, რატომ უნდა თქვათ მასზე უარი, როცა შეგიძლიათ საძინებლის ინტერიერს შეუთავსოთ მისღაების ფუნქციები? სტატიაში გაჩვენებთ როგორ გაანაწილოთ სივრროგორ შეგიძლიათ მოაწყოთ მისაღები ოთახი და საძინებელი ოთახიცე სწორად..

ტიხარი

უმჯობესია, ის იყოს ხის, რომ ოთახში ბუნებრივი განწყობა შენარჩუნდეს. ტიხრის საშუალებით, საძინებელს მისაღებისგან სივრცისგან გამოყოფთ.

მისაღები ოთახის დიზაინი

უარი თქვით დიდ საწოლზე

ასევე შეგიძლიათ, დათმოთ ორსაწოლიანი საძინებელი და მის ხარჯზე, ოთახის საპირისპირო კედელი დივანს და მაგიდას დაუთმოთ.

საძინებლის დიზაინი

უჯრებიანი კარადა

სივრცის გამიჯვნის კიდევ ერთი საშუალებაა უჯრებიანი თაროს დადგმა, რომელიც დამატებით სათავსოსაც გაგიჩენთ.

მისაღები ოთახი

ასევე შეგიძლიათ, საწოლის პირს დივანი მიადგათ, წინ კი მაგიდა განათავსოთ. ასე, საწოლიდანაც შეძლებთ ტელევიზორის ყურებას და დივანზე მოკალათებულიც.

საძინებლის დიზაინი