ხის იატაკი თითქოს ბუნების საჩუქარია ჩვენს სახლში. როგორც ყველაფერი ნატურალური, ხის იატაკიც მოვლასაც თავისი სპეციფიკა გააჩნია. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ მას იერსახე. თუ იატაკზე ალკოჰოლს ან სხვა რაიმე სახის სასმელი დაგეღვარათ, მაშინვე აწმინდეთ ადგილი ღრუბლით ან კარგად კაწურული ნაჭრით.
სახლში რეგულარულად გაწმინდეთ იატაკი მტვერსასრუტით, რათა მტვერთან ერთად,
მოაშოროთ აბრაზიული ნაწილაკები, რომლებიც იატაკის დაკაწვრას იწვევს.
მოერიდეთ ხის იატაკზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილებას. განსაკუთრებით, თუ ისინი გაცვეთილია.
ამასთან, ავეჯის გადაადგილებისას, გამოიყენეთ ინვერსიული ხალიჩა,
რადგან იატაკს ყველაზე მეტად მძიმე მასის გადატარება აზიანებს.
სკამის ფეხებს გაუკეთეთ სპეციალური დამცავები, რადგან სკამს ყველაზე ხშირად ვუცვლით ადგილს და როგორც წესი, იატაკიც სწორედ იმ ადგილას იცვითება, სადაც სკამებია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: ხის იატაკი,