Back

როგორი ფერის ავეჯი იქნება ტრენდული 2024 წელს?

ახალი წლის მოსვლასთან ერთად, დიზაინერები 2024 წლის ტენდენციებს ადგენენ. იმისთვის, რომ თქვენი სახლის რემონტი და ინტერიერი დიდი ხნის განმავლობაში იყოს აქტუალური, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. დიზაინერების თქმით, თანამედროვე ავეჯის დიზაინი ბუნებით შთაგონებული ნატურალური ფერებით იქნება. ესენია კრემისფერი, ყავისფერი და მწვანე ფერის სხვადასხვა ტონები. ასეთი ტრენდული ავეჯი კომფორტის და ჰარმონიის განცდას შეგიქმნით გარე სამყაროსთან.

რა ფერის ავეჯი იქნება ტენდენციური 2024 წელს?

კრემისფერი განასახიერებს ელეგანტურობას და დახვეწილობას. ის ძალიან უხდება თეთრ ფერს. კრემისფერი ავეჯი განსაკუთრებით შეეფერება საძინებელსა და მისაღებ ოთახს.

თანამედროვე დივანი

ხოლო ყავისფერი გამოიყურება ბუნებრივად და ორგანულად .ის საიმედოობისა და კომფორტის შეგრძნებას გვიტოვებს და უხდება მწვანეს, კრემისფერსა და სპილოსძვლისფერ კედლებს. ამ ფერის ავეჯი იდეალურად მოერგება სამზარეულოს ან მისაღებ ოთახს.

წითელი დივანი

ხოლო მწვანე ფერი სიცოცხლის და აღორძინების სიმბოლოა.

მისი ღია ტონები ინტერიერში სიახლის განცდას ქმნის, ხოლო მუქი ჩრდილები მდიდრულად და სანდომიანად გამოიყურება.

მწვანე ავეჯს უხდება კრემისფერი კედლები და ყავისფერი დეკორი. ის გამოდგება ოფისისთვის ან სასადილო ოთახისთვის.

სამზარეულო მწვანე ფერში

შავი ფერი ასოცირდება ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ასეთი ავეჯი მკაცრად გამოიყურება.

ის კარგად უხდება ნათელ ფერების დეკორს. იდეალური ვარიანტია მისაღები ოთახისთვის.

შავი ფერის ავეჯი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

თეგები: თანამედროვე ავეჯი,