Back

სავარაუდოდ ასეთი სახლი არასდროს გინახავთ, მისი მთელი დიზაინი ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაშია…

ეს საცხოვრებელი სახლი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გინახავთ. სახლის ინტერიერის დიზაინი ბუნების გარშემოა კონცენტრირებული – მას უზარმაზარი ხე აქვს კაფსულში მოთავსებული. ოთხსართულიანი დიზაინის იდეა „ხე სახლში“, ყაზახ არქიტექტორს , აიბეკ ალმასოვს ეკუთვნის. იდეა პირველად 2013 წელს დაიბადა. სამწუხაროდ, მისმა თავდაპირველმა ინვესტორებმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რის გამოც პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩა. როგორც ალმასოვი აცხადებს, შუშისა და მზის ბატარეის პანელის ერთ-ერთმა მწარმოებელმა გამოხატა პროექტის განხორციელების ინტერესი.

ოთხსართულიანი სახლი მოთავსებული იქნება ბუნებაში, ბორცვიან ადგილზე, მოუსვენარი ქალაქური ცხოვრების სტრეს-ფაქტორებისგან მოშორებით

სახლი ბუნებაში

მთელი ნაგებობა გამორჩეული იქნება ლანდშაფტის 360-გრადუსიანი ხედებით

სახლის დიზაინი

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი სივრციდან გადაიშლება საოცარი ხედები

თანამედროვე სახლი

სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვეული კიბით

სახლის შიდა კიბე

„ჩვენ გვსურდა თანამედროვე სამრეწველო დიზაინის შესაძლებლობების გაერთიანება ბუნებრივი ლანდშაფტის სიმდიდრესა და სილამაზესთან“, – განაცხადა ალმასოვმა ინტერვიუში

მისაღები ოთახის დიზაინი

„რაც მთავარია, ის ზიანს არ აყენებს გარემოს“, – განაცხადა მან

სახლი ტყეში

„ეს არის ჩახუთული ბეტონის ყუთებიდან გაქცევისა და ბუნებასთან შერწყმის შეგრძნების საშუალება“

ექსტერიერის დიზაინი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

თეგები: არქიტექტორი, არქიტექტორი, სახლის მშენებლობა, 60 კვ მ სახლის მშენებლობა, 60 კვ მ სახლის მშენებლობა, ხის სახლი 5000 ლარად, ხის სახლი 5000 ლარად, აგარაკი, სახლის ინტერიერის დიზაინი, აგარაკი