Back

როგორია სახლის ინტერიერი, რომელშიც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ

სახლის ინტერიერის დიზაინით და საცხოვრებელი სახლის პირობების მიხედვით სავსებით შესაძლებელია სახლის პატრონზე მსჯელობა. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, თუ რა უნდა არსებობდეს იმ სახლის ინტერიერში და ექსტერიერში, რომელშიც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. ბედნიერი სახლის ნიშანი აბსოლუტურად კონკრეტული და გაცნობიერებულია. ყველა ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ამ ბედნიერებასთან ერთად, ბედნიერ სახლში ცხოვრება.

როგორი უნდა იყოს ბედნიერი სახლი?

  1. როცა სახლში არეულობაა

სახლის ინტერიერი

სხვადასხვა ოჯახური წვეულებები, ხმაური, ბავშვების ჟრიამული და შინაური ცხოველები სახლში ქაოსს ქმნის. ამ ყველაფრის გამო მუდმივად აუცილებელია სახლის დალაგება. თუმცა არ შეიძლება ამან ადამიანი გაანაწყენოს, ეს ხომ იმ ბედნიერების ნაწილია, რომელსაც სახლში გატარებული დროისგან იღებთ. ზოგადად არეული სახლი მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელსაც აუცილებლად და საკმაოდ მარტივად ეშველება, დადებითი ემოციები კი ადამიანის ცხოვრებას ალამაზებს.

          2.  სხვადასხვა ტიპის სამახსოვრო ნივთები სახლში

ზოგადად სამახსოვრო ნივთებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მსგავსი ტიპის ნივთები შეიძლება იყოს ჭურჭელი, ფოტოები, რელიქვიები. ეს ყველაფერი ადამიანში სასიამოვნო და პოზიტიურ ემოციებს იწვევს. პოზიტიური ემოციები კი ადამიანს აბედნიერებს. ამიტომ სახლში, რომელშიც არის ასეთი ნივთები, ნამდვილად ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ.

        3.  ჰობთან დაკავშირებული ნივთები სახლში

ზოგადად ნებისმიერი ჰობი აბედნიერებს ადამიანს. თუ ადამინს სახლში აქვს ის ნივთები, რომლის გამოყენებაც სიამოვნებას ანიჭებს, რა თქმა უნდა, ის ადამიანი თავს ბედნიერად იგრძნობს.

ამიტომ თუ შესაძლებელია ეცადეთ, ის ნივთები, რომლებიც თქვენს ბედნიერ წუთებთანაა დაკავშირებული სახლში იქონიოთ.

           4. მცენარეები ინტერიერის დიზაინში

მცენარეები არის ჟანგბადი, სილამაზე და ფერები. რაც მეტი მცენარეა სახლში, მით მეტი სიმყუდროვე, სილამაზე და ბედნიერებაა.

მცნარეებზე ზრუნვა ადამიანებს აბედნიერებთ. აგრდა ამისა, მცენარეები აქტიურად გამოიყენება სახლის ინტერიერის შესავსებად და მის კიდევ უფრო გასალამაზებლად.

               5. ნუ იტყვით უარს დამატებით ფუფუნების საგნებზეც

ნუ იტყვით უარს დამატებით ფუფუნების საგნებზე. ეცადეთ მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოთ თქვენი სახლი.

ფუფუნების ნივთები და აუცილებელი არ არის ესენი იყოს ზედმეტად ძვირად ღირებული, კიდევ უფრო სიხალასით და ბედნიერებით აავსებს თქვენს სახლს.

ცოტა ფუფუნება ყველა ადამიანს ჭირდება. ფუფუნების ნივთები ყოვედღიურად უნდა გამოიყენოთ და არა ხანდახან. სწორედ წვრილმანებშია ბედნიერება.

გთხოვთ მოიწონეთ და თქვენი მეგობრებისთვის გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

თეგები: სახლის ინტერიერში და ექსტერიერში, სახლის ინტერიერში და ექსტერიერში, სახლის რემონტი, სახლის რემონტი, ინტერიერის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი