Back

ყველაზე უცნაური არქიტექტურის მქონე შენობები – რომელ მათგანში იცხოვრებდით

თუ ზღაპრული არქიტექტურის მქონე სახლში ცხოვრებაზე გიოცნებიათ ამ ადგილებს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს უცნაური ინტერიერის და ექსტერიერის მქონე სახლებს. რომელია თქვენი ფავორიტი დიზაინი?

  1. მოღუნული სახლი პოლონეთში

სარემონტო ხარჯთაღრიცხვა

ეს შენობა 2004 წელს აშენდა ცნობილი არქიტექტორის შოტინსკი ზალენსკის მიერ.

ის მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და უცნაური ინტერიერის მქონე ნაგებობად.

თავისი უცნაური ექსტერიერისა და ინტერიერის გამო ის ძალიან ხშირად ხვდება ფოტოებში. თუმცა რეალურად ეს ნაგებობა სავაჭრო ცენტრის ნაწილია.

  1. კალათის ფორმის თავდაყირა სახლი პოლონეთში

ტექნიკური ნახაზები

ეს თავდაყირა სახლი, რომელიც პოლონეთში მდებარეობს სახურავზე დგას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი. ამ სახლში ყველაფერი უკუღმაა. იატაკი ჭერზეა განთავსებული, სახლებში შესვლა ფანჯრებიდან ხდება და ა.შ.

  1. კალათის ფორმის საოფისე ფართები აშშ-ი, ოჰაიოს შტატში.

ლანდშაფტის დიზაინი

ეს უცნაური არქიტექტურის მქონე ნაგებობა ერთმა ამერიკელმა არქიტექტორმა შექმნა. რეალურად ეს არის 7 სართულიანი შენობა, რომლის კალათებშიც ოფისებია განთავსებული. ეს კალათები საკმაოდ დიდი ზომისაა. თითოეულის სიგრძე 60 მეტრი, სიგანე კი 80 მეტრია.

  1. ატონიუმი, ბელგია ბრიუსელი

რა ღირს რემონტი

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არქიტექტურული დიზაინის მქონე შენობა, რომელიც 1958 წელს აშენდა ბელგიაში.

თავდაპირველად მისი დანიშნულება ექსპოზიციის გამოფენა იყო. ნაგებობის სიმაღლე 102 მეტრია და ქმნის რკინის ბროლის ფორმას,

  1. შენობა ნაუტილუსი, მექსიკა

ბინის სრული რემონტი

ეს არის მორიგი უცნაური დიზაინის მქონე შენობა, რომელიც თავს ზღვის ბინადრად გაგრძნობინებთ.

ნაგებობა მთლიანად წყლის თემაზეა დაფუძნებული. შიგნით არსებული ავეჯიც და სხვა დეტალებიც წყლის სხვადასხვა მცენარეებზე მიანიშნებს.

  1. მბრუნავი კოში არაბთა გაერიანებულ ემირატებში, დუბაიში / არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

ავეჯის დამზადება

ამ ნაგებობის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინი არქიტექტორმა დევიდ ფიშერმა შექმნა, ნაგებობა მუდმივად ბრუნავს, იცვლის ფორმას და შიგ მყოფებს საშუალებას აძლევს დატკბნენ 360 გრადუსიანი ხედებით.

  1. ნიჟარის ფორმის სახლი – მექსიკა

რა ღირს ინტერიერის დიზაინი

თუ ოდესმე გადაწყვეტთ ნიჟარაში იცხოვროთ აუცილებლად ამ სახლს ინდა ესტუმროთ. სახლი დამზადებულია ბეტონისგან და სხვადასხვა გადამუშავებული მასალებისგან.

ის მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე. სახლი საკმაოდ ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.

  1. ფეხსაცმლის ფორმის სახლი სამხრეთ აფრიკაში / უცნაური არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი

ეს უცნაური ფეხსაცმლის ფორმის მქონე სახლი არქიტექტორმა რონ ვან ზილმა ააგო 1990 წელს. იდეა მოდის ერთი პოპულარული საბავშვო ლექსიდან, რომელიც ფეხსაცმელში ცხოვრობდა.

დღეისათვის ამ უცნაური არქიტექტურის მქონე სახლში განთვასებულია მუზეუმი სხვადასხვა არქიტექტორების ნამუშევრების მაკეტებისთვის.

გთხოვთ გაგვიზიარეთ რომელი მათგანია თქვენი ფავორიტი და რომელ არქიტექტურულ “მიღწევას” გამოარჩევდით. რომელი თქვენი ფავორიტი დიზაინი.