Back

ინტერიერის დიზაინის სტილი, რომელიც მუდმივად მოდაშია

ყველამ ვიცით, რომ კლასიკა მოდიდან არასდროს გადადის, ნეოკლასიკური ინტერიერი ხომ საერთოდ პოპულარობის პიკზეა. საქმე ამ სტილის მრავალმხრივობასა და მოქნილობაშია. მაგალითად, ნეოკლასიკაში თავისუფლად შეიძლება მკვეთრი ფერების გამოყენებაც. ამჯერად შემოგთავზებთ ინტერიერის დიზაინს, რომელიც დიზაინერებმა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად შეასრულეს – ბინა უნდა ყოფილიყო კლასიკურ სტილში, ელეგანტური, მსუბუქი და დახვეწილი ინტერიერით.

არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

დამკვეთებმა დააკონკრეტეს, რომ უპირატესობას ნათელ, ცოტა ცივ ფერებს ანიჭებდნენ. ამიტომაც ჭარბობს დიზაინში ცისფერი, მწვანე, თეთრი და იასამნისფერების სხვადასხვა ტონი. საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ საკმაოდ დახვეწილი ინტერიერის დიზაინი გამოვიდა.

ინტერიერის დიზაინი

განათება ტრადიციული სქემით არის დაპროექტებული, ყველა ოთახში არის განათების ერთი ძირითადი წყარო, თუმცა ეს არ გამორიცხვას ლოკალურ განათებებსაც.

კარადები შესასვლელისა და საძინებლისთვის შეკვეთით დაამზადებინეს.

ინტერიერის დიზაინი პროგრამა

სარკეები და აბაზანის მოზაიკური პანოც ასევე ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული. საბოლოოდ კი მიიღეს თანამედროვე ნეოკლასიკუირ ინტერიერი, რომელიც ბევრის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

მაშ ასე, აი, როგორი გახლავთ ყველაზე მოდური ინტერიერი

მსუბუქი და დელიკატური ფერთა გამა. პალიტრა შეიძლება შეუხამოთ ნიუანსებსა და კონტრასტებს.

ტრადიციული ელემენტები – მაღალი პლინტუსი, პარკეტი.

ოთახები უნდა იყოს ფუნქციონალური და კომფორტული, გამოყენებულია სიმეტრიული კომპოზიცია.

ლაკონური სამზარეულო, სკამები, მაგიდა და თანამედროვე ხელოვნება.

თეგები: პროგრამა, პროგრამა, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, დიზაინერებმა