სახლი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხალია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე იტალიაში იცხოვრებს ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს. საცხოვრებელ კომპლექსს დიდი პარკინგი აქვს და ასევე ყველა საჭიროება კომფორტისთვის. ბინიდან იშლება ულამაზეს ხედი, საიდანაც ნეაპოლის ყურე ჩანს. ბინის ინტერიერი და ექსტერიერი გამორჩეულად ლამაზია. ასევე ძალიან მიმზიდველია ლანდშაფტის დიზაინი. ბინის ღირებულება ზუსტად არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცუდი გამოცდილების შემდეგ, კვარაცხელიამ საცხოვრებელი სახლი ორჯერ შეიცვალა. იტალიაში გადასვლის შემდეგ, ბინა ნეაპოლის მახლობლად, კუმაში იქირავა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს ავტომობილი, Mini Countryman, მოპარეს. ფეხბურთელმა ქურდობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და რამდენიმე დღეში ავტომობილი იპოვეს.
“სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ბინის გამოცვლა, რადგან ის საკმარისად უსაფრთხოდ არ მიიჩნეოდა”, – წერდა იმჟამად იტალიური მედია. ის თავდაპირველად ნეაპოლში მდებარე სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ახლა უკვე ახალი სახლი აქვს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ უბანში. სახლი გამორჩეულია ხედით, ინტერიერით და ექსტერიერით. VIA TASSO-ს კომპლექსი ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს და სახლს 24-საათიანი დაცვის სამსახური ჰყავს.
ქართველი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, თავს კომფორტულად გრძნობს ნეაპოლიტანურ ქალაქში, სადაც საფეხბურთო თავგადასავლის გასაგრძელებლად შესაფერისი ადგილი იპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ამჟამად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ის სულ რაღაც 22 წლისაა და მისი დებიუტი “ნაპოლიში” დაახლოებით 1 წლის წინ შედგა და სეზონის სენსაციად იქცა.
ის გასულ სეზონში არა მხოლოდ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა.
ხვიჩას თავგადასავალი კვლავ წარმატებით გრძელდება…
მანამდე, 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა. 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ.
საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა.
წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
თეგები: სახლის ინტერიერი, სახლის ინტერიერი, რემონტი, რემონტი, ლანდშაფტის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი