მისაღებ ოთახში ავეჯის გადანაწილების ვარიანტები თითქმის ამოუწურავია. დივნის, სკამების, მაგიდისა და სხვა ავეჯის განლაგების საუკეთესო ვარიანტი თქვენი ოთახის ფორმასა და ზომაზეა დამოკიდებული. მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი უმნიშვნნელოვანესია სახლში კომფორტისა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
და მაინც, როგორ განვათავსოთ ავეჯი მისაღები ოთახში?
დასაწყისისთვის, ყველაზე დიდი ზომის ავეჯს მიუჩინეთ ადგილი. როგორც წესი, ეს არის დივანი ან მაგიდა და სკამები. განათავსეთ ავეჯი ოთახის ყველაზე თვალშისაცემი ნივნით, მაგალითად, ტელევიზორის ან ბუხრის მიმართულებით. სასურველია, დივანი პირდაპირ ფანჯრის წინ არ განათავსოთ, რადგან ამან შესაძლოა, ბუნებრივი განათება დაბლოკოს.
ამის შემდეგ, გადადით უფრო პატარა ზომის ავეჯის განთავსებაზე, როგორიცაა სავარძლები ან ტუმბოები. ისინი ძირითადი ავეჯის საპირისპირო მხარეს, ან გვერდით შეგიძლიათ დადგათ.
ბოლოს კი ჯერ დეკორაციაზე მიდგება.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა ნივთის კედელთან ჩამწკრივება საუკეთესო ვარიანტი არ არის პატარა ზომის მისაღებ ოთახში.
ეს მოუხერხებელ სივრცეს შექმნის და ოთახის პატარა ზომებს გაუსვამს ხაზს. ამის ნაცვლად, ავეჯი მიმართეთ ცენტრისკენ, რომ ღია სივრცის შეგრძნება შეიქმნას.
გადაწყვეტილებები მიიღეთ თქვენი ოთახის არქიტექტურიდან გამომდინარე.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ფანჯრები უნდა გამოიყენოთ მყუდრო დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: მისაღები ოთახის დიზაინი, ავეჯის განლაგება მისაღებში, ექსტერიერის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ავეჯის განლაგება, ავეჯი მისაღებში, მისაღების ავეჯი, ინტერიერი, ექსტერიერი და ინტერიერი